მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კოპიტნარში მწყრის კვერცხის არარეგისტრირებული საწარმო გამოვავლინეთ | სეს
კოპიტნარში მწყრის კვერცხის არარეგისტრირებული საწარმო გამოვავლინეთ | სეს

კოპიტნარში მწყრის კვერცხის არარეგისტრირებული საწარმო გამოვავლინეთ | სეს

BM.GE3 სექტემბერი, 2026, 14:50|bm.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კოპიტნარში მწყრის კვერცხის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე კ. ბ.-ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი კოპიტნარი) კუთვნილი საწარმო. "ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი მწყრის კვერცხს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. გარდა ამისა, ობიექტზე დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.

კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ სურსათი აღიარების მინიჭების გარეშე", - წერია სეს-ის პრეს-რელიზში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წიწამური-ავჭალის გვირაბს ჩინური კომპანია გაიყვანს - შემოვლითი გზის ₾499-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა

წიწამური-ავჭალის გვირაბს ჩინური კომპანია გაიყვანს - შემოვლითი გზის ₾499-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა

BM.GE

აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა - საქსტატი

აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა - საქსტატი

BM.GE

გასული კვირის კრიპტო სიახლე რომელიც გამოგრჩა - Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში

გასული კვირის კრიპტო სიახლე რომელიც გამოგრჩა - Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში

BM.GE

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ვაშლის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ| რა განიხილეს?

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ვაშლის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ| რა განიხილეს?

BM.GE