მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კორეის მიმართულებით ჩარტერული წელსაც შესრულდება - ავიაკომპანიამ განაცხადი უკვე შეიტანა
კორეის მიმართულებით ჩარტერული წელსაც შესრულდება - ავიაკომპანიამ განაცხადი უკვე შეიტანა

კორეის მიმართულებით ჩარტერული წელსაც შესრულდება - ავიაკომპანიამ განაცხადი უკვე შეიტანა

BM.GE29 აპრილი, 2026, 17:19|bm.ge

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის წელსაც იგეგმება საჰაერო მიმოსვლა. ავიაკომპანია Korean Air-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ჩარტერული ფრენების შესრულების შესახებ განაცხადი უკვე წარადგინა.

ინფორმაცია ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოს დელეგაცია კორეაში წამყვანი ავიაკომპანიების Korean Air-ისა და T’way Air-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა კორეულ მხარესთან შემდეგი საკითხები განიხილეს: რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყების შესაძლებლობა, ადგილობრივი ავიაბაზრის პოტენციალი, კორეის რესპუბლიკიდან ტურისტული ნაკადების ზრდა.

მათივე ცნობით, შეხვედრებში მონაწილეობდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე და აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის საჰაერო კავშირი წლებია ჩარტერული რეისების ფორმატში არსებობს. ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, ავიაკომპანიებმა ჯამში 11 ჩარტერული რეისი შეასრულეს. 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის შემოტანილი განაცხადი ამ თანამშრომლობის გაგრძელებას გულისხმობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE