მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

BM.GE5 ნოემბერი, 2026, 16:53|bm.ge

Erborian კორეული წარმოშობის პრემიუმ კლასის კანის მოვლის ბრენდია, რომელიც დღეს მსოფლიოს 53 ქვეყანაშია წარმოდგენილი. დღეიდან Erborian-ის პროდუქცია მისი ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორის - PSP-ს სააფთიაქო ქსელში უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია.

2007 წელს შექმნილი ბრენდს საფუძლად დაედო კორეული სილამაზის ცოდნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა. თუმცა Erborian მუდმივად ავითარებს ახალ მიდგომებს კანის მოვლისადმი, მიკრონემსებით შთაგონებული ტექნოლოგიებიდან ინოვაციურ დამატენიანებელ ფორმულებამდე მთავარი იდეის გარშემო - გახადოს კანის მოვლა კიდევ უფრო ეფექტური, თანამედროვე და სასიამოვნო.

Erborian-ის საერთაშორისო წარმატებას საკულტო BB და CC კრემებმა ჩაუყარა საფუძველი. პროდუქტებმა, რომლებიც კანის მოვლასა და მაკიაჟის ფუნქციებს აერთიანებს, ბრენდს მსოფლიო აღიარება მოუტანა. თუმცა Erborian-ის განვითარება ამ პროდუქტებით არ შეჩერებულა და მუდმივად ავითარებს ახალ ფორმულებს.

ბრენდის ფილოსოფიაში განსაკუთრებული ადგილი კორეულ ინგრედიენტებს უჭირავს. ბუნებრივი აქტიური კომპონენტები - ჟენშენი, ცენტელა, ბამბუკი, იუზუ და კორეული თოვლის სოკო Erborian-ის ფორმულებში თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად მუშაობს. Erborian-ის ხელწერა სწორედ ამ სინთეზშია — კორეული ინგრედიენტები, ფრანგული დახვეწილობა და მუდმივი სწრაფვა ინოვაციისკენ.

„PSP საქართველოში მომხმარებელს კორეული კოსმეტიკური ბრენდების პირველი დისტრიბუტორია. 2018 წელს პირველი კორეული ბრენდი -Mizon სწორედ PSP-მ გააცნო ქართველს მომხმარებელს. დღეს PSP 10-ზე მეტი K-Beauty-ს ბრენდის ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორია და Mizon, Missha, A'pieu, Village 11, Dermafirm, Manyo, Round Lab, COSRX და Erborian-ის ყველაზე ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

PSP, როგორც საქართველოს ფარმაციის ლიდერი ბრენდი, ქართულ საზოგადოებას თანამედროვე K-Beauty-ის ტოპ ახალ ბრენდებს აცნობს. დღეიდან მომხმარებელს უკვე შეუძლია აღმოაჩინოს Erborian და შეარჩიოს სასურველი პროდუქტი“ - აცხადებენ PSP-ში.

Erborian არის ბრენდი, რომელიც ორგანულად აერთიანებს კორეულ ცოდნას, ფრანგულ დახვეწილობას, თანამედროვე ტექნოლოგიებს და აზიარებს აღმოსავლეთის თავის მოვლის ფილოსოფიას მთელ მსოფლიოში და ახლა უკვე საქართველოშიც.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორ ცვლის ჭკვიანი ფასმაჩვენებლები ქართულ რითეილს - NGS Group Industry Talks-ის ტრანსფორმაციის პარტნიორია

როგორ ცვლის ჭკვიანი ფასმაჩვენებლები ქართულ რითეილს - NGS Group Industry Talks-ის ტრანსფორმაციის პარტნიორია

BM.GE

პირველი რეკომენდაციაა, რომ ტონს დაუწიოს - პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე

პირველი რეკომენდაციაა, რომ ტონს დაუწიოს - პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე

BM.GE

მიზანია სანდო რეპუტაციის მქონე ბანკების საქართველოში შემოსვლის წახალისება - სების განმარტება კანონპროექტზე

მიზანია სანდო რეპუტაციის მქონე ბანკების საქართველოში შემოსვლის წახალისება - სების განმარტება კანონპროექტზე

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE