მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კორეულმა SK Hynix-მა ამერიკულ საფონდო ბირჟაზე განთავსება გადაწყვიტა
კორეულმა SK Hynix-მა ამერიკულ საფონდო ბირჟაზე განთავსება გადაწყვიტა

კორეულმა SK Hynix-მა ამერიკულ საფონდო ბირჟაზე განთავსება გადაწყვიტა

BM.GE11 ივნისი, 2026, 01:55|bm.ge

მეხსიერების ბარათების სამხრეთკორეული მწარმოებელი SK Hynix-ი ამერიკულ საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებას მიმდინარე წლის აგვისტოში გეგმავს. როგორც ირკვევა, კომპანია ამ ნაბიჯით ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ აქტივებზე არსებული მაღალი მოთხოვნით სარგებლობას და ინვესტორთა ბაზის გაფართოებას აპირებს.

როგორც ირკვევა, SK Hynix-მა უოლ-სტრიტზე აქციების განთავსების შესახებ კონფიდენციალური განაცხადი მიმდინარე წლის მარტში წარადგინა. ინსაიდერების ინფორმაციით, აღნიშნული საჯარო შეთავაზების ფარგლებში კომპანიამ შესაძლოა $14 მილიარდამდე მოცულობის ინვესტიცია მოიზიდოს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აგვისტოს დებიუტი ამერიკული სააქციო ბაზრისთვის განსაკუთრებით დატვირთული იქნება, რადგან წლის მეორე ნახევარში ინვესტორები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ისეთი კომპანიების განთავსებას ელიან, როგორებიც OpenAI და Anthropic AI არიან, აგრეთვე მიმდინარე კვირას იგეგმება SpaceX-ის მასშტაბური პირველადი საჯარო შეთავაზებაც. ბაზარზე არსებული მოლოდინები მაღალია, რადგან გასულ კვირას, მეხსიერების ჩიპების გლობალურ ბაზარზე არსებული კონკურენტული პოზიციისა და ხელოვნურ ინტელექტზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, SK Hynix-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ რეკორდულ $1.1 ტრილიონს მიაღწია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE