მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კორუფციაში ბრალდებულმა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ 500 000-ლარიანი გირაო ქონებით უზრუნველყო
კორუფციაში ბრალდებულმა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ 500 000-ლარიანი გირაო ქონებით უზრუნველყო

კორუფციაში ბრალდებულმა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ 500 000-ლარიანი გირაო ქონებით უზრუნველყო

BM.GE15 ოქტომბერი, 2026, 18:05|bm.ge

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძის მიმართ შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაოს ქონებით უზრუნველყოფა მოხდა. წერს IPN.

კერძოდ კი, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც მოულოდნელად ჩაინიშნა, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ახობაძის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფა მისი ქონებით მომხდარიყო.

უფრო კონკრეტულად კი, ლევან ახობაძეს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, რაც გასულ სხდომაზე სასამართლომ 500 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა და გადასახდელად 30 დღე განუსაზღვრა. სწორედ, აღნიშნული თანხის ქონებით უზრუნველყოფა მოითხოვეს ადვოკატებმა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.

გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ყოფილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • შსს: ზურაბ ჯაფარიძის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილაფორმულა
  • "მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან" - სპეციალური პენიტენციური სამსახურირუსთავი 2
  • მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და 19 წლის შვილს მკვლელოვა - ორმაგი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილიტვ პირველი
  • ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფსიმედი
ყოფილი →

მსგავსი სტატიები

ტოიოტა ცენტრი თეგეტას ორგანიზებით და თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ოფროუდ ტური გაიმართა

ტოიოტა ცენტრი თეგეტას ორგანიზებით და თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ოფროუდ ტური გაიმართა

BM.GE

რა უნდა გაითვალისწინოთ SEO სააგენტოს არჩევისას

რა უნდა გაითვალისწინოთ SEO სააგენტოს არჩევისას

BM.GE

შიდა ქართლში სარწყავი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ₾24.4 მლნ დაიხარჯება - რა პროექტები ხორციელდება რეგიონში

შიდა ქართლში სარწყავი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ₾24.4 მლნ დაიხარჯება - რა პროექტები ხორციელდება რეგიონში

BM.GE

ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის 52% 1000 ლარად გაყიდა

ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის 52% 1000 ლარად გაყიდა

BM.GE