მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "კორუფციისგან თავისუფლების კუთხით საქართველო რეგიონის ლიდერია" - ირაკლი კობახიძე
"კორუფციისგან თავისუფლების კუთხით საქართველო რეგიონის ლიდერია" - ირაკლი კობახიძე

"კორუფციისგან თავისუფლების კუთხით საქართველო რეგიონის ლიდერია" - ირაკლი კობახიძე

BM.GE25 მაისი, 2026, 15:45|bm.ge

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე საქართველოში კორუფციისგან თავისუფლების მაღალი მაჩვენებლით მოიწონა თავი და განაცხადა, რომ ამ მხრივ საქართველო რეგიონის ლიდერი ქვეყანაა.

მისივე თქმით, საქართველოში Tether-ის შემოსვლა შეუძლებელი იქნებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად და ეროვნული ბანკის აქტიური ჩართულობით შემუშავდა.

„ჩვენ დროულად მივიღეთ შესაბამისი კანონები და ჩამოვაყალიბეთ შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ქმნის ძალიან მყარ საფუძველს ჩვენი პარტნიორობის სწორად განვითარებისთვის. დღეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცე არის სრულად თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ ფინანსურ სისტემაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და მთავრობის ძლიერი ეკონომიკური გუნდის და ბიზნესის თავისუფლებას გაუსვა ხაზი. ბიზნესის

„როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლიდან ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა წლიურად შეადგენს 9,3 პროცენტს. ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. მიმდინარე კვარტალში ზრდამ შეადგინა 9,1 პროცენტი. ამ ყველაფერს აქვს ძალიან კონკრეტული მყარი საფუძველი, ეს არის ის, რომ ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი მთავრობაში, ვგულისხმობ ეკონომიკურ გუნდს. ბიზნესი არის თავისუფალი და გვაქვს კორუფციისგან თავისუფლების კუთხით ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ამ კუთხით საქართველო არის რეგიონის ლიდერი. ეს ყველაფერი ქმნის ძალიან მყარ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერში, ეკონომიკურ ზრდაში, განსაკუთრებულ როლს ასრულებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო და რა თქმა უნდა, ამ სფეროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მომავალშიც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეს, როდესაც ციფრული ტრანსფორმაცია არის უკვე შემდგარი რეალობა, უსაფრთხო და მოგებიანი გარემოს შექმნით ამ პროცესში საქართველო იკავებს მოწინავე პოზიციებს საერთაშორისო დონეზე, შედეგად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტექნოლოგიური სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE