მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კრიპტო მარტივად – ჰეშბანკის ფინანსურ ეკოსისტემაში
კრიპტო მარტივად – ჰეშბანკის ფინანსურ ეკოსისტემაში

კრიპტო მარტივად – ჰეშბანკის ფინანსურ ეკოსისტემაში

BM.GE25 მაისი, 2026, 14:22|bm.ge

თანამედროვე ეპოქაში ციფრული ფინანსები ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. ეს მოცემულობა აჩენს მოთხოვნას ისეთ მოქნილ გარემოზე, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ტრადიციული საბანკო მომსახურება და ციფრული აქტივები ერთ სივრცეში, მარტივად მართოს.

სწორედ ამ თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს ჰეშბანკი – ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც ყოველდღიური საბანკო მომსახურება და ციფრული აქტივების სამყარო ერთ, უსაფრთხო ეკოსისტემაში გააერთიანა. ბანკის მიზანია, მომხმარებელს მისცეს სრული თავისუფლება და ციფრული აქტივების მართვა ისეთივე მარტივი და ხელმისაწვდომი გახადოს, როგორც ტრადიციული ანგარიშის გამოყენებაა.

70-მდე კრიპტოაქტივი და სავალუტო თავისუფლება

კრიპტოსამყაროში ფართო არჩევანი და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება უმნიშვნელოვანესია. ამ პროცესის გასამარტივებლად, ჰეშბანკმა მომხმარებლებს უპრეცედენტო მოქნილობა შესთავაზა.

დღეს პლატფორმაზე ხელმისაწვდომია 70-მდე წამყვანი კრიპტოვალუტა, რაც საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის ფართო შესაძლებლობას იძლევა.

მნიშვნელოვანი კომფორტია მულტისავალუტო მხარდაჭერაც: ციფრული აქტივების ყიდვა-გაყიდვა შესაძლებელია როგორც ლარის, ისე დოლარისა და ევროს საბანკო ანგარიშებიდან, ხოლო კრიპტოაქტივების გაცვლა და ჰეშბანკის სხვა მომხმარებელთან გაგზავნა მომენტალურად, პირდაპირ აპლიკაციაში სრულდება. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს აღარ უწევს ზედმეტი კონვერტაციების გაკეთება, დროის კარგვა და დამატებითი საკომისიოების გადახდა – ყველაფერი ერთ სივრცეში, სრულიად უფასოდ ხდება.

საინვესტიციო პროცესების ავტომატიზაცია

ჰეშბანკი მომხმარებელს ჭკვიან ხელსაწყოებს სთავაზობს, რომლებიც დაზოგვისა და ინვესტირების პროცესს სრულად ავტომატურს ხდის. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ავტოინვესტირების ფუნქცია. ეს ინსტრუმენტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, წინასწარ თავად განსაზღვროს საინვესტიციო პარამეტრები: აირჩიოს სასურველი აქტივი, თანხა და სასურველი პერიოდულობა – ყოველდღე, ყოველკვირა (კონკრეტულ დღეს) ან ყოველთვე (კონკრეტულ რიცხვში). ამასთანავე, შესაძლებელია ყიდვის ზუსტი საათის მითითებაც. ამის შემდეგ სისტემა თავად, ავტომატურად ყიდულობს მოცემულ აქტივს, რაც ზედმეტი ფიქრისა და დროის კარგვის გარეშე, დანაზოგის ეტაპობრივად გაზრდას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, აპლიკაციაში მომხმარებელს ხვდება რეალურ დროში განახლებადი, მარტივი სივრცე, რომელიც ბაზრის ცვლილებებს წამიერი სიზუსტით ასახავს. სასურველი ქოინების ფავორიტებში დამატება კი ერთი ღილაკით არის შესაძლებელი.

ციფრული აქტივები თანამედროვე ფინანსურ რიტმში

თანამედროვე ეკონომიკისა და მომხმარებლის ცხოვრების რიტმის აჩქარებამ აჩვენა, რომ ციფრული ვალუტა რეალურ ცხოვრებაში ინტეგრირებულ, მოქნილ ხელსაწყოდ უნდა იქცეს. ამ საჭიროების საპასუხოდ, ეკოსისტემაში გამარტივებულია კრიპტოს გაგზავნა ჰეშბანკის სხვა მომხმარებლებთან. ამ ფუნქციონალის დახმარებით, გადარიცხვა სრულად უფასო და მომენტალურია, რაც ციფრული ფულის მიმოქცევას ბევრად უფრო დინამიკურს ხდის. ამავე ფინანსურ რიტმს ერგება ბანკის მიერ დანერგილი ლოიალობის უნიკალური სისტემაც – ჰეშბექი. ეს არის ინოვაციური მიდგომა ქართულ ბაზარზე, რომლის ფარგლებშიც, Visa ჰეშბარათით ყოველდღიური გადახდებისას დახარჯული თანხის ნაწილი მომხმარებელს უკან კრიპტოვალუტის სახით უბრუნდება.

უსაფრთხო და ლიცენზირებული გარემო

ნებისმიერი ფინანსური გადაწყვეტილების საფუძველი საიმედოობაა. მნიშვნელოვანია, რომ ჰეშბანკში როგორც ტრადიციული, ისე ციფრული აქტივების მართვა ხდება სრულად ლიცენზირებულ, დაცულ საბანკო გარემოში. თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები და აქტივების შენახვის უახლესი მექანიზმები გარანტიას იძლევა, რომ მომხმარებლის ფინანსები ყოველთვის საიმედო ხელშია.

საბოლოო ჯამში, ტექნოლოგიური განვითარება ფინანსების მართვას ბევრად უფრო მოქნილს ხდის. ჰეშბანკის მიზანიც სწორედ ეს არის – მომხმარებელს შესთავაზოს არა ცალკეული ფუნქციები, არამედ ერთიანი და საიმედო ეკოსისტემა, სადაც ტრადიციული საბანკო სერვისები და ციფრული აქტივები ერთმანეთს იდეალურად ავსებს. ეს ერთობლიობა ყოველდღიურ ფინანსურ პროცესებს მაქსიმალურად ამარტივებს და მომხმარებელს სრულ ფინანსურ თავისუფლებას სთავაზობს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სატრანსფერო ფასწარმოქმნა საქართველოში: რა იცვლება და რისთვის უნდა ვიყოთ მზად|ინტერვიუ ანა ლობჟანიძესთან

სატრანსფერო ფასწარმოქმნა საქართველოში: რა იცვლება და რისთვის უნდა ვიყოთ მზად|ინტერვიუ ანა ლობჟანიძესთან

BM.GE

საქართველოს მოქალაქეთა შემოსავლების უთანაბრობით რეგიონის 3 ქვეყანას ჩამორჩება - ჯინის კოეფიციენტი შემცირდა

საქართველოს მოქალაქეთა შემოსავლების უთანაბრობით რეგიონის 3 ქვეყანას ჩამორჩება - ჯინის კოეფიციენტი შემცირდა

BM.GE

მიიღებს თუ არა კვლავ ე.წ. დამატებით 500 მლნ მ³ გაზს საქართველო? - ირაკლი კობახიძის პასუხი

მიიღებს თუ არა კვლავ ე.წ. დამატებით 500 მლნ მ³ გაზს საქართველო? - ირაკლი კობახიძის პასუხი

BM.GE

დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად

დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად

BM.GE