მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კრისტინ ლაგარდის შემცვლელის შესარჩევად ბოლო ვადად 6 ნოემბერი განისაზღვრა
კრისტინ ლაგარდის შემცვლელის შესარჩევად ბოლო ვადად 6 ნოემბერი განისაზღვრა

კრისტინ ლაგარდის შემცვლელის შესარჩევად ბოლო ვადად 6 ნოემბერი განისაზღვრა

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 18:56|bm.ge

ევროკავშირის საბჭომ ევროპის ცენტრალურ ბანკში კრისტინ ლაგარდის შემცვლელის შესარჩევად ოფიციალური პროცედურა დაიწყო და ახალი კანდიდატების წარსადგენ საბოლოო ვადად 6 ნოემბერი განსაზღვრა.

ინფორმაციისთვის, თავად ლაგარდმა თანამდებობის 2027 წლის 7 თებერვალს ვადაზე ადრე დატოვების გადაწყვეტილება გასულ კვირას გამოაცხადა.

რაც შეეხება პრეზიდენტობის პრეტენდენტებს, მთავარ ფავორიტებად ესპანელი პაბლო ერნანდეს დე კოსი და ნიდერლანდელი კლას კნოტი მიიჩნევიან.

Politico-ს ცნობით, ევროზონის ფინანსთა მინისტრები კანდიდატებსა და აღმასრულებელ საბჭოში სამი ვაკანტური ადგილის შევსების საკითხს 9 ნოემბერს ჩანიშნულ შეხვედრაზე განიხილავენ. გასათვალისწინებელია, რომ ახალი პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს.

ცნობისთვის, მომავალ წელს ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელ საბჭოში კიდევ ორი პოზიცია გათავისუფლდება. იანვარში საერთაშორისო სავალუტო ფონდს იზაბელ შნაბელი შეუერთდება, მაისში კი უფლებამოსილების ვადა მთავარ ეკონომისტს, ფილიპ ლეინს ამოეწურება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მომდევნო კვირაში ბიუჯეტში ცვლილებები შევა - კაკურიძის თქმით, 2026 წლის ბიუჯეტის ნაწილი გაიზარდება

მომდევნო კვირაში ბიუჯეტში ცვლილებები შევა - კაკურიძის თქმით, 2026 წლის ბიუჯეტის ნაწილი გაიზარდება

BM.GE

„ერთხელაც არ მოიკითხა პრეზიდენტი [ყაველაშვილი] ... კულტურა და შეგნება არ აქვს“ - პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე

„ერთხელაც არ მოიკითხა პრეზიდენტი [ყაველაშვილი] ... კულტურა და შეგნება არ აქვს“ - პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე

BM.GE

უკრაინამ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს სახელმწიფო ღალატში ბრალი წაუყენა

უკრაინამ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს სახელმწიფო ღალატში ბრალი წაუყენა

BM.GE

როგორ ნაწილდება ხმები ამ დროისთვის? - აშშ-ის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები

როგორ ნაწილდება ხმები ამ დროისთვის? - აშშ-ის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები

BM.GE