მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინამ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს სახელმწიფო ღალატში ბრალი წაუყენა
უკრაინამ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს სახელმწიფო ღალატში ბრალი წაუყენა

უკრაინამ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს სახელმწიფო ღალატში ბრალი წაუყენა

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 18:34|bm.ge

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სახელმწიფო ღალატის ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს.

უწყებების განცხადებით, იგი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო-ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის გამართლებას ცდილობდა.

ინფორმაციისთვის, მენდელი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, რის გამოც სამართალდამცავებს საპროცესო გადაწყვეტილების მიღება დაუსწრებლად მოუწიათ.

შეხსენებისთვის, მიმდინარე წლის მაისში მენდელმა ინტერვიუ ჩაწერა ამერიკელ კომენტატორ ტაკერ კარლსონთან, რომელთან საუბარშიც ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის მთავარ დაბრკოლებად მოიხსენია. სექტემბერში იგი გერმანული მემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიწვევით გამართულ შეხვედრასაც დაესწრო.

სამართალდამცავი უწყებები ყოფილ პრესმდივანს საომარი მდგომარეობის პირობებში ჩადენილ სახელმწიფო ღალატსა და კრემლის რეჟიმის გამართლებაში ადანაშაულებენ.

წაყენებულ ბრალდებებს თავად იულია მენდელი უკვე გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ გამოძიება დასავლურ მედიასა და სოციალურ ქსელებში გაკეთებულ მის საჯარო განცხადებებს ეფუძნება. ყოფილი პრესმდივნის განმარტებით, ეს გზავნილები პრეზიდენტის გარემოცვაში არსებულ კორუფციას, სიტყვის თავისუფლების არარსებობასა და პოლიტიკურ დევნას შეეხება. მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვთან რამე სახის თანამშრომლობა არ აკავშირებს და მიმდინარე პროცესი რეალურად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება.

შეგახსენებთ, იულია მენდელი ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივნის თანამდებობას 2019-2021 წლებში იკავებდა. მოქმედმა პრეზიდენტმა მის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები მიმდინარე წლის 13 სექტემბერს დააწესა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 201 სტატია.

  • აშშ, უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს განაახლებენფორმულა
  • ირაკლი კირცხალია: როდესაც მიხეილ სააკაშვილი და "ნაცმოძრაობის" ყოფილი წევრები თანამდებობაზე გყავს უკრაინაში, რატომ გვიკვირს, რომ სადმე სარდაფში ჯარისკაცს ან ადამიანს აწამებენრუსთავი 2
  • აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვანეტგაზეთი
  • ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

როგორ ნაწილდება ხმები ამ დროისთვის? - აშშ-ის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები

როგორ ნაწილდება ხმები ამ დროისთვის? - აშშ-ის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები

BM.GE

17-20 წლის ახალგაზრდებზე პირველადი მართვის მოწმობების 46.8% მოდის - შსს-ს სტატისტიკა

17-20 წლის ახალგაზრდებზე პირველადი მართვის მოწმობების 46.8% მოდის - შსს-ს სტატისტიკა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

ისწავლე 20-ზე მეტ პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით

ისწავლე 20-ზე მეტ პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით

BM.GE