მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კვარიათში "რაკუშკები" დაანგრიეს - რა იქნება ობიექტის შემდეგი ნაბიჯი?
კვარიათში "რაკუშკები" დაანგრიეს - რა იქნება ობიექტის შემდეგი ნაბიჯი?

კვარიათში "რაკუშკები" დაანგრიეს - რა იქნება ობიექტის შემდეგი ნაბიჯი?

BM.GE1 მაისი, 2026, 03:45|bm.ge

კვარიათის სანაპიროზე მდებარე კაფე „რაკუშკები“, რომელიც ზაფხულის სეზონზე მაღალი მოთხოვნით სარგებლობდა, დაანგრიეს. ობიექტის დემონტაჟი 2026 წლის 2 აპრილს განხორციელდა.

ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი, ნათია ბოლქვაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ პროცესს წინ ერთთვიანი გაფრთხილება და დემონტაჟის დღეს, ბოლო წუთებში მიღებული ზარი უძღოდა. ბოლქვაძის თქმით, ობიექტი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე ფუნქციონირებდა და წლების განმავლობაში საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე მუშაობდა.

„ეს მიწა ეკუთვნის სახელმწიფოს, ბათუმის მერიის საკუთრებაში არის და ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებდით საიჯარო ხელშეკრულებას, აუქციონის გზით ვიღებდით მონაწილეობას და ასე 23 წელია ვმუშაობთ.

2023 წლის ივნისში, ივლისის დასაწყისში გაფორმდა სამწლიანი ხელშეკრულება…შემდეგ გაგვაფრთხილეს, რომ ერთი თვის ვადაში უნდა დაგვენგრია. ჩვენმა იურისტმა ოფიციალურად მიმართა თხოვნით, რომ ზაფხულის სეზონამდე მაინც დაგვეტოვებინა ობიექტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მოვიდა ტექნიკა და განხორციელდა დემონტაჟი“, - ამბობს ბოლქვაძე.

მისივე თქმით, დემონტაჟის დღეს პროცესმა მოულოდნელი და ძალიან მოკლე დროში განვითარებული ხასიათი მიიღო, რის გამოც ქონების სრულად გამოტანა ვერ მოესწრო : "რეალურად ძალიან ცოტა დრო მოგვცეს. ნახევარი საათით ადრე დამირეკეს და მითხრეს, რომ უკვე მოდიოდა ტექნიკა. ფაქტობრივად, ძლივს მოვასწარით სამზარეულოდან და შენობიდან ძირითადი ნივთების გამოტანა", - აცხადებს ის და დასძენს, რომ დემონტაჟის შემდეგ, ობიექტის დამფუძნებლები ახალი საიჯარო ხელშეკრულების მიღებას ცდილობენ, რათა სეზონისთვის მზადება დაიწყონ.

"ერთი კვირაა, რაც ოფიციალურად მივმართეთ, რომ დროულად გადმოგვცენ ახალი, გრძელვადიანი ხელშეკრულება, რომ მშენებლობა დავიწყოთ… თუ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, ჩვენ მზად ვართ სწრაფად აღვადგინოთ ყველაფერი და სეზონს ჩვეულ რეჟიმში დავხვდეთ", - ამბობს ის.

რაც შეეხება ვარაუდს, რომ შესაძლოა ობიექტს სახელმწიფომ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილოს, ნათია ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ კვარიათში სხვა ისეთი სივრცე არ არსებობს, სადაც ისინი ავთენტურობის შენარჩუნებას შეძლებენ. მისი თქმით, ალტერნატიულ გარემოში, მაგალითად ბეტონისა და მეტალო პლასტმასის კონსტრუქციებში, მსგავსი კონცეფციის განხორციელება რთულად წარმოუდგენია: "არც მინდა ვიფიქრო რომ სხვაგან, ბეტონში და მეტალო პლასტმასში ვერ გავაკეთებ საინტერესო სივრცეს, ზღვა გამიბრაზდება", - თქვა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE