მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების რეალიზაციის აკრძალვა 4 წლით გადავადდა
კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების რეალიზაციის აკრძალვა 4 წლით გადავადდა

კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების რეალიზაციის აკრძალვა 4 წლით გადავადდა

BM.GE1 ივლისი, 2026, 14:47|bm.ge

საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედება 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.

საუბარია „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ 2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებაზე.

თავდაპირველი ვერსიით, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში დღეიდან, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა შესულიყო, თუმცა მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, რეგულაციის ამოქმედების ვადამ თითქმის ოთხი წლით გადაიწია.

როგორც ნორმატიულ აქტშია აღნიშნული, გადავადების გადაწყვეტილება კერძო სექტორთან, ბიზნესასოციაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან დამატებითი კონსულტაციების საფუძველზე იქნა მიღებული, რათა ბიზნესს ახალ სტანდარტებთან ადაპტაციისთვის მეტი დრო მიეცეს.

შეგახსენებთ, 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება.

აპრილში სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვაც 4 წლით, 2031 წლამდე გადავადდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა

ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა

BM.GE

საქართველო შეიძენს სისტემას, რომელიც 5-6 კმ რადიუსში ათეულობით უპილოტო აპარატს გაანეიტრალებს - მდინარაძე

საქართველო შეიძენს სისტემას, რომელიც 5-6 კმ რადიუსში ათეულობით უპილოტო აპარატს გაანეიტრალებს - მდინარაძე

BM.GE

დღეიდან EU იაფფასიან გზავნილებზე €3-იან გადასახადს აწესებს - დარტყმა Shein-ისთვის, Temu-სა და AliExpress-ისთვის

დღეიდან EU იაფფასიან გზავნილებზე €3-იან გადასახადს აწესებს - დარტყმა Shein-ისთვის, Temu-სა და AliExpress-ისთვის

BM.GE

GM PHARMA-მ განახლებული ბრენდული იდენტობა წარადგინა

GM PHARMA-მ განახლებული ბრენდული იდენტობა წარადგინა

BM.GE