
"l კვარტალი საქართველოში მოგებით დავამთავრეთ" - "აგრომოტორსი"
აგროსექტორში არსებული გამოწვევების მიუხედავად, კომპანია „აგრომოტორსმა“ 2026 წლის პირველი კვარტალი მოგებით დაასრულა. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანიის დამფუძნებელმა, აკაკი გოგსაძე ისაუბრა.
მისი თქმით, ბოლო ორი წელი აგროსფეროსთვის განსაკუთრებით რთული იყო, მათ შორის შემცირებული დაფინანსებების ფონზე, თუმცა კომპანიამ ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად "ტერალიზინგის" გამოყენება განსაზღვრა, რამაც შედეგი უკვე პირველივე კვარტალში მოიტანა.
"პირველი კვარტალი საქართველოში მოგებით დავამთავრეთ, ნუ დაგეგმილთან შედარებით. ეს უკვე დიდი მიღწევაა, იმიტომ რომ ბოლო ორი წელია ძალიან უჭირს აგროსფეროს. არ იყო იმდენი დაფინანსებები სახელმწიფოს მხრიდან და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ჩვენც დავიწყეთ აქტიურად ტერალიზინგის გამოყენება და პირველივე კვარტალში საკმაოდ კარგი შედეგი დავდეთ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტფელი გვაქვს "ტერალიზინგში" ამ წუთს", - განაცხადა გოგსაძემ.
მისი განმარტებით, სოფლის მეურნეობაში ტექნიკის დროულად მიღებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რის გამოც ტრადიციულ საბანკო სერვისებთან შედარებით "ტერალიზინგი" ფერმერებისთვის უფრო მოქნილი და სწრაფი ფინანსური ინსტრუმენტია.
""ტერალიზინგი" ძალიან სწრაფად და მოქნილად აკეთებს ყველა საბუთს, ხდება ძალიან სწრაფი დაფინანსება და რაც მთავარია, გარანტიად იდება მხოლოდ ტექნიკა. ფერმერებს აღარ სჭირდებათ სახლის ან მიწის ჩადება, რაც ბანკებთან მუშაობისას ხშირად პრობლემაა", - აღნიშნა მან.
აკაკი გოგსაძე ამბობს, რომ “ტერალიზინგს” თავადაც იყენებს და ბიზნესისთვის მისი მთავარი უპირატესობა კაპიტალის ეფექტიანად მართვაა : "ორი ავტომობილი მყავს გამოყვანილი ტერალიზინგის საშუალებით. ჩემთვის მთავარი დრო იყო. დაახლოებით სამ დღეში უკვე ავტომობილი სახლში მყავდა. ბიზნესიც ამიტომ იყენებს ამ მოდელს, რომ ერთიანად დიდი თანხა არ დახარჯოს და ხარჯი რამდენიმე წელზე გადაანაწილოს", - ამბობს „აგრომოტორსის“ დამფუძნებელი.
გარდა ფინანსური ინსტრუმენტებისა, კომპანია სოფლის მეურნეობის გაციფრულებაზეც აკეთებს აქცენტს. გოგსაძის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სექტორს უფრო ეფექტიანსა და მოგებიანს გახდის. მისი ინფორმაციით, ამ მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი John Deere-ია, რომლის ექსკლუზიური დილერიც „აგრომოტორსი“ საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც არის.