მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Lamborghini-მ სრულად ელექტრომობილების გამოშვება მინიმუმ 2030 წლამდე გადადო - კომპანია აქცენტს ჰიბრიდებზე აკეთებს
Lamborghini-მ სრულად ელექტრომობილების გამოშვება მინიმუმ 2030 წლამდე გადადო - კომპანია აქცენტს ჰიბრიდებზე აკეთებს

Lamborghini-მ სრულად ელექტრომობილების გამოშვება მინიმუმ 2030 წლამდე გადადო - კომპანია აქცენტს ჰიბრიდებზე აკეთებს

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 04:28|bm.ge

იტალიური სუპერქარების მწარმოებელი Lamborghini სრულად ელექტრომობილის ბაზარზე გამოშვებას მინიმუმ 2030 წლამდე აღარ გეგმავს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ბატარეების თანამედროვე ტექნოლოგია უზრუნველყოფს მაღალ სიმძლავრეს და აჩქარებას, თუმცა ჯერჯერობით ვერ ქმნის მართვის იმ უნიკალურ გამოცდილებას, რასაც ბრენდის მომხმარებლები ითხოვენ. შესაბამისად, როგორც კონცეპტუალურ მოდელ Lanzador-ზე დაფუძნებული GT, ისე ახალი თაობის Urus-ი ბაზარზე დატენვადი ჰიბრიდის (Plug-in Hybrid) ძალური დანადგარით გამოვა, ავტომწარმოებელი კი V8 და V12 ძრავების ერთგული რჩება.

Lamborghini-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი ფედერიკო ფოშკინი აღნიშნავს, რომ ელექტრო სუპერქარის შექმნის მთავარი დაბრკოლება არა სიმძლავრე ან ტექნიკური მახასიათებლები, არამედ ემოციაა. ელექტრომობილებს უკვე შეუძლიათ შიგაწვის ძრავის მქონე სუპერქარებზე სწრაფად აჩქარება, თუმცა კომპანია ამ ტექნოლოგიაში ვერ ხედავს საკმარის რესურსს საიმისოდ, რომ კონკურენტებისგან ისეთი ნიშნით გამოირჩეოდეს, რასაც მისი მყიდველები დააფასებენ.

ჯერ კიდევ თებერვალში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ვინკელმანმა დაადასტურა, რომ ლუქს-კლასის სრულად ელექტრო სპორტულ ავტომობილებზე მოთხოვნა მოსალოდნელზე გაცილებით დაბალი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ Lamborghini-მ უარი თქვა სერიული ელექტრო Lanzador-ის გამოშვებაზე და ფოკუსი დატენვად ჰიბრიდებზე გადაიტანა. კომპანიის პოზიციით, ეს არ ნიშნავს, რომ ბრენდს ელექტრომობილის შექმნის ტექნიკური შესაძლებლობა არ აქვს, უბრალოდ, ამ ეტაპზე მისი ბაზარზე გამოტანის საკმარისი მიზეზი არ არსებობს.

ინფორმაციისთვის, 2023 წელს წარდგენილ Lanzador-ს Lamborghini-ს ისტორიაში ახალი ეტაპი უნდა დაეწყო. ორძრავიანი, 2+2 ადგილიანი GT მოდელი 1,000 კვტ-ზე მეტ სიმძლავრეს და ბრენდის პირველ სრულად ელექტრო ავტომობილად ქცევას ისახავდა მიზნად. თავდაპირველად მისი გამოშვება 2028 წელს იგეგმებოდა, მოგვიანებით კი 2029 წლისთვის გადაიდო.

განახლებული სტრატეგიით, მომავალი მოდელი შეინარჩუნებს Lanzador-ის საბაზისო კონცეფციას, თუმცა Plug-in ჰიბრიდულ ძალურ დანადგარს მიიღებს. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება Urus SE-ში გამოყენებული 4.0-ლიტრიანი, ორმაგი ტურბოდაბერვის V8 ძრავის გაუმჯობესებული ვარიანტი, თუმცა მწარმოებელს კონკრეტული აგრეგატი ჯერ არ დაუდასტურებია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სომხეთი, ბოდრუმი, ბენინი, გვატემალა - Condé Nast Traveler-მა საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების გზამკვლევი გამოაქვეყნა

სომხეთი, ბოდრუმი, ბენინი, გვატემალა - Condé Nast Traveler-მა საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების გზამკვლევი გამოაქვეყნა

BM.GE

შრომითი ძალის ინდოეთიდან შემოყვანაზე ვფიქრობთ - ლაშა პაპაშვილი

შრომითი ძალის ინდოეთიდან შემოყვანაზე ვფიქრობთ - ლაშა პაპაშვილი

BM.GE

წელს შემწეობა 191 პირს შეუწყდა - რამდენი დაზოგა სახელმწიფომ სოცდაუცველთა გადამოწმებით?

წელს შემწეობა 191 პირს შეუწყდა - რამდენი დაზოგა სახელმწიფომ სოცდაუცველთა გადამოწმებით?

BM.GE

ივანიშვილის დაპირებიდან უშედეგო აუქციონებამდე - რა აფერხებს წყალტუბოს განვითარებას?

ივანიშვილის დაპირებიდან უშედეგო აუქციონებამდე - რა აფერხებს წყალტუბოს განვითარებას?

BM.GE