მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE22 მაისი, 2026, 23:09|bm.ge

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.45 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.6744 ლარს მიაღწია. ლარი ასევე გამყარდა ევროსთან 1.81 თეთრით და კურსი 3.10 ლარი გახდა.

ლარი გაუფასურდა გირვანქა სტერლინგთან 0.66 თეთრით და კურსმა 3.59 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გაუფასურდა რუსულ რუბლთან, სომხურ დრამთან, თუმცა გამყარდა აზერბაიჯანულ მანათთან და თურქულ ლირასთან.

რაც შეეხება გაცვლით კურსზე მოქმედ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, მათგან ჯერჯერობით მხოლოდ ცნობილია ექსპორტის და იმპორტის მონაცემები, კერძოდ აპრილში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 16%-ით, 716 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტი კი 3%-ით, 1.48 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ასევე ცნობილია ფულადი გზავნილების სტატისტიკა, რაც აპრილში 318 მილიონ დოლარს შეადგენდა (წლიური ზრდა 7.6%).

საქსტატი და ეროვნული ბანკი აპრილის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს მომდევნო კვირებში გამოაქვეყნებენ.

ლარის გაცვლითი კურსი - გასული კვირის შედეგები

ვალუტა კურსი (ლარი) გამყარება/გაუფასურება თეთრი 1 აშშ დოლარი 2.6744 0.45 1 ევრო 3.102 1.81 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5904 -0.66 1 თურქული ლირა 0.0585 0.03 100 რუსული რუბლი 3.7531 -8.69 1000 სომხური დრამი 7.2773 -0.26 1 აზერბაიჯანული მანათი 1.5733 0.28 10 ჩინური იუანი 3.9351 0.16 100 იაპონური იენი 1.6807 1.05 10 უკრაინული გრივნა 0.6042 0.34

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • 10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებსნეტგაზეთი
  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 13 ოქტომბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
ლარი →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE