
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები
გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.43 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.6462 ლარს მიაღწია. ლარი ასევე გამყარდა ევროსთან 2 თეთრით და კურსი 3.0177 ლარი გახდა.
ლარი გამყარდა გირვანქა სტერლინგთან 0.81 თეთრით და კურსმა 3.4980 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გაქუფასურდა სომხურ დრამთან, თუმცა გამყარდა რუსულ რუბლთან, აზერბაიჯანულ მანათთან და თურქულ ლირასთან.
რაც შეეხება გაცვლით კურსზე მოქმედ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, ცნობილი გახდა საგარეო ვაჭრობის მაისის თვის შედეგები, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში საქართველოს ექსპორტი 15%-ით გაიზარდა და 668.5 მილიონი დოლარი შეადგინა, ასევე პერიოდის განმავლობაში 5%-ით გაიზარდა იმპორტი და ის 1.56 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ასევე გამოქვეყნდა ფულადი გზავნილების ამსახველი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მაისში საქართველოში უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 7%-ით, 340 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ვალუტა კურსი (ლარი) გამყარება/გაუფასურება თეთრი 1 აშშ დოლარი 2.6462 0.43 1 ევრო 3.0177 2 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.498 0.81 1 თურქული ლირა 0.0568 0.03 100 რუსული რუბლი 3.4052 21.84 1000 სომხური დრამი 7.1956 -0.41 1 აზერბაიჯანული მანათი 1.5566 0.28 10 ჩინური იუანი 3.8915 2.46 100 იაპონური იენი 1.6373 0.6 10 უკრაინული გრივნა 0.5895 0.06
BM.GE
წყარო: bm.ge