მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE30 მაისი, 2026, 00:00|bm.ge

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.51 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.6693 ლარს მიაღწია. თუმცა ლარი გაუფასურდა ევროსთან 0.59 თეთრით და კურსი 3.1079 ლარი გახდა.

ლარი გამყარდა გირვანქა სტერლინგთან 1.01 თეთრით და კურსმა 3.58 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გაუფასურდა რუსულ რუბლთან, თუმცა გამყარდა, სომხურ დრამთან, აზერბაიჯანულ მანათთან და თურქულ ლირასთან.

რაც შეეხება გაცვლით კურსზე მოქმედ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, მათგან ჯერჯერობით მხოლოდ ცნობილია ექსპორტის და იმპორტის მონაცემები, კერძოდ აპრილში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 16%-ით, 716 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტი კი 3%-ით, 1.48 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ასევე ცნობილია ფულადი გზავნილების სტატისტიკა, რაც აპრილში 318 მილიონ დოლარს შეადგენდა (წლიური ზრდა 7.6%).

საქსტატი და ეროვნული ბანკი აპრილის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს მომდევნო კვირებში გამოაქვეყნებენ.

ლარის გაცვლითი კურსი - გასული კვირის შედეგები

ვალუტა კურსი (ლარი) გამყარება/გაუფასურება თეთრი 1 აშშ დოლარი 2.6693 0.51 1 ევრო 3.1079 -0.59 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5803 1.01 1 თურქული ლირა 0.0582 0.03 100 რუსული რუბლი 3.7655 -1.24 1000 სომხური დრამი 7.2486 2.87 1 აზერბაიჯანული მანათი 1.5702 0.31 10 ჩინური იუანი 3.9444 -0.93 100 იაპონური იენი 1.676 0.47 10 უკრაინული გრივნა 0.6027 0.15

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • 10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებსნეტგაზეთი
  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 13 ოქტომბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
ლარი →

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE