მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლარის სტეიბლკოინი საერთაშორისო ტრანზაქციების ხარჯებს და დროს შეამცირებს - გიორგი მარიამიძე
ლარის სტეიბლკოინი საერთაშორისო ტრანზაქციების ხარჯებს და დროს შეამცირებს - გიორგი მარიამიძე

ლარის სტეიბლკოინი საერთაშორისო ტრანზაქციების ხარჯებს და დროს შეამცირებს - გიორგი მარიამიძე

BM.GE26 მაისი, 2026, 01:07|bm.ge

ბიზნეს-სექტორის ნაწილის შეფასებით, ქართული სტეიბლკოინის გამოშვება საერთაშორისო ტრანზაქციებს გააადვილებს და ამ მიმართულებით დანახარჯებს შეამცირებს.

საქმე ისაა, რომ გლობალური კრიპტოკომპანია Tether-მა ლარის სტეიბლკოინის, ე.წ. "ციფრული ლარის" მსგავსი ფინანსური ინსტრუმენტის გამოშვებას გეგმავს. საუბარია კრიპტოვალუტის განთავსებაზე, რომელიც მუდმივად ერთი ლარის ფასს შეინარჩუნებს. ლარის სტეიბლკოინის სახელი GELT იქნება. ეს იქნება USDT-ის, ანუ აშშ დოლარის სტეიბლკოინის ანალოგი, რომელიც $1 დოლარი ღირს.

როგორც BMG-სთან კომპანია Skillwill College-ის დამფუძნებელმა, გიორგი მარიამიძემ განაცხადა, სხვა კრიპტოაქტივებისგან განსხვავებით, სტეიბლკოინებს ტრანზაქციებისას შედარებით ნაკლები დანახარჯი აქვთ, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ლარში მსგავსი ინსტრუმენტის გამოშვება მათ შორის ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების ტრანზაქციებს გაამარტივებს.

“კომპანია Tether-ის მიერ დაანონსდა საქართველოში GELT-ის ანუ ლარის სთეიბლქოინის გამოშვება. ამ მიმართულებით ლიდერმა აშშ-მ მიიღო GENIUS Act, რომლის ფარგლებშიც Tether-მა უკვე გამოუშვა პირველი ასეთი სთეიბლქოინი - USDT. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო იქნება უკვე მეორე ქვეყანა, რომელსაც ექნება თავისი სრულად რეგულირებული სთეიბლქოინი, სადაც ერთი GELT იქნება ერთი ლარის ტოლი, რისი გარანტიაც არის ის მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც შეიმუშავა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

ზოგადად GELT ეს იქნება ლარის ციფრული ფორმა და მას გამოყენების ბევრი სხვადასხვა ფორმები აქვს. აქ საუბარია საერთაშორისო ტრანზაქციებზე, ანგარიშსწორებაზე, მაგალითად, არარეზიდენტ პირებთან. ეს გახდის უფრო მარტივს და მოსახერხებელს ასეთ ანგარიშსწორებას. ასევე [პრეზენტაციაზე] ისაუბრეს ფულად გზავნილებზე, რომელიც ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი მოსახლეობისთვის ეს ტრანზაქციები უფრო მოსახერხებელი გახდება და ამცირებს, რაც მთავარია, ტრანზაქციის ხარჯებს და დროს”, - განაცხადა გიორგი მარიამიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • 10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებსნეტგაზეთი
  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 13 ოქტომბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
ლარი →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE