მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლარის სტეიბლკოინი უცხოეთიდან ფულად გადმორიცხვებს გააადვილებს - "კრიპტალი"
ლარის სტეიბლკოინი უცხოეთიდან ფულად გადმორიცხვებს გააადვილებს - "კრიპტალი"

ლარის სტეიბლკოინი უცხოეთიდან ფულად გადმორიცხვებს გააადვილებს - "კრიპტალი"

BM.GE26 მაისი, 2026, 01:56|bm.ge

კრიპტოკომპანიის წარმომადგენლების ნაწილის შეფასებით, ქართული სტებლკოინის გამოშვება პირველ რიგში, ფულად გადარიცხვებს გააადვილებს და ამ მიმართულებით დანახარჯებს შეამცირებს.

საქმე ისაა, რომ გლობალური კრიპტოკომპანია Tether-ი ლარის სტეიბლკოინის, ე.წ. "ციფრული ლარის" მსგავსი ფინანსური ინსტრუმენტის გამოშვებას გეგმავს. საუბარია კრიპტოვალუტის განთავსებაზე, რომელიც მუდმივად ერთი ლარის ფასს შეინარჩუნებს. ლარის სტეიბლკოინის სახელი GELT იქნება. ეს იქნება USDT-ის, ანუ აშშ დოლარის სტეიბლკოინის ანალოგი, რომელიც $1 დოლარი ღირს.

როგორც BMG-სთან კომპანია „კრიპტალის“ დამფუძნებელმა, სოსო ბოლქვაძემ განაცხადა, ზოგადად სტეიბლკოინების გამოშვებას გარკვეული რისკები ახლავს თან, თუმცა მისი თქმითვე, Tether-ის როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტოკომპანიის შემთხვევაში, ეს რისკები მეტადაა დაზღვეული.

“Tether არის მსოფლიოში სტეიბლკოინის გამომშვები ყველაზე მსხვილი კომპანია. კაპიტალიზაციით ყველაზე დიდი ახლა არის დოლარის სტეიბლკოინი. იგივე კომპანია უშვებს საქართველოში ლარის სტეიბლკოინს, ლარზე მიბმულ კოინს. ძალიან კარგი სიახლეა, ჩემი აზრით. სტეიბლკოინები ზოგადად აქტიურად გამოიყენება ე.წ. საზღვრებს შორის გადარიცხვებში (cross-border payments). პრეზენტაციაზეც იყო ნაჩვენები, რომ საქართველოს მშპ-ს თითქმის 9% ივსება გზავნილებიდან. ჩვენი ემიგრანტები მუშაობენ საზღვარგარეთ, აგზავნიან აქ ლარს და ამ გადმორიცხვებს, ემიგრანტების მიერ ფულის გამოგზავნას შეუწყობს ხელს. ჯერჯერობით ყველაზე კონკრეტული და პრაქტიკული შედეგი ალბათ ეგ იქნება, რომ უცხო ქვეყნებიდან საქართველოში ფულის გადმორიცხვას, ან პირიქით, საქართველოდან გადარიცხვას მნიშვნელოვნად გააადვილებს.

რაც შეეხება ზოგადად სტებლკოინებთან დაკავშირებულ რისკებს, შეიძლება გარკვეული AML (ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის) რისკები იყოს, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი რისკი ამას არ ახლავს. თვითონ გამომშვების [ემიტენტის] რისკია ხოლმე, როგორც წესი, ანუ მაღალი რეპუტაციის, სანდოობის და კარგად დარეგულირებული კომპანია არის ხოლმე საჭირო, იმიტომ რომ კაპიტალიზაცია როდესაც იზრდება, კომპანიის რისკიც უფრო მნიშვნელოვანი ხდება. კომპანიის გაკოტრების შედეგად შეიძლება დაიკარგოს საერთოდ სტეიბლკოინში შენახული ფული. მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც აღვნიშნე, Tether არის მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია, ყველაზე დიდი კაპიტალიზაციის მქონე და თუ ვინმე კერძო აქტორი გამოუშვებდა ლარის სტეიბლკოინს, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი კანდიდატი ისევ Tether იქნებოდა და ამ კუთხით რისკებიც მინიმიზირებულია, ჩემი აზრით”, - განაცხადა სოსო ბოლქვაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • 10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებსნეტგაზეთი
  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 13 ოქტომბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
ლარი →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE