მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლაშა ხუციშვილი IMF-ის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრი დირექტორს შეხვდა
ლაშა ხუციშვილი IMF-ის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრი დირექტორს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი IMF-ის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრი დირექტორს შეხვდა

BM.GE27 მაისი, 2026, 21:16|bm.ge

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC) დირექტორთან, ჰოლგერ ფლორკემეიერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ტექნიკური თანამშრომლობის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ფისკალური პოლიტიკის და მათთან დაკავშირებული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

"ასევე, ხაზი გაესვა ფინანსთა სამინისტროს როლს, აღნიშნული მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის პროექტებში.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი, ასევე, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

CCAMTAC წარმოადგენს IMF-ისა და ცხრა წევრი ქვეყნის (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) ერთობლივ პროექტს. ცენტრმა მუშაობა 2021 წელს დაიწყო. ძირითადი საქმიანობა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისკენაა მიმართული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • პოლონეთში Patriot-ის რაკეტების ტექნიკური მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნებაფორმულა
  • სააკაშვილი ლიზა იასკოს სარჩელს ეხმაურება: ჟასმინი ძალიან მიყვარს - დედაჩემმა მას კიევის ცენტრში ბინა აჩუქა და ფინანსურადაც ეხმარებარუსთავი 2
  • მდინარაძის ოფისი ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში განთავსდებატვ პირველი
  • სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგანეტგაზეთი
ცენტრი →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE