მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლატვია და ლიეტუვა რუსული მარცვლეულის ტრანზიტის დაბლოკვას გეგმავენ
ლატვია და ლიეტუვა რუსული მარცვლეულის ტრანზიტის დაბლოკვას გეგმავენ

ლატვია და ლიეტუვა რუსული მარცვლეულის ტრანზიტის დაბლოკვას გეგმავენ

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 18:34|bm.ge

ლატვია და ლიეტუვა საკუთარი პორტების გავლით რუსული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვას ოფიციალურად გეგმავენ. ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები ამჟამად მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებენ.

ბალტიისპირეთის ქვეყნების ეს ინიციატივა რუსულ საპორტო ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონებით მიტანილი იერიშების შემდეგ ტვირთბრუნვის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა.

სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული ცნობებით, ორივე სახელმწიფოს მაღალჩინოსნები მზად არიან, სატრანზიტო მარშრუტების დაუყოვნებლივ ჩაკეტონ.

ორ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს შორის საკითხის გადაწყვეტას განსაკუთრებულად მხარს ლატვიური მხარე უჭერს. მისი მთავრობა საკუთარ ტერიტორიაზე რუსული მარცვლეულის ტრანზიტის სრულ აკრძალვას უახლოეს დღეებში განიხილავს.

რაც შეეხება ლიეტუვას, ოფიციალურ ვილნიუსს კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯები ჯერ არ დაუგეგმავს, თუმცა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ინფრასტრუქტურის რუსული მარცვლეულის ექსპორტისთვის გამოყენება ქვეყნის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ დაგეგმილი ზომები რუსეთის ძირითად ტერიტორიასა და კალინინგრადის ექსკლავს შორის სახმელეთო ტრანზიტს არ შეეხება.

ცნობისთვის, რუსმა ექსპორტიორებმა მარცვლეულის ნაკადების შავი და აზოვის ზღვებიდან ბალტიისპირეთისკენ გადამისამართება რამდენიმე კვირის წინ, იძულებით დაიწყეს, რადგან უკრაინულმა იერიშებმა რეგიონში რუსეთის საზღვაო ლოგისტიკას, საპორტო ინფრასტრუქტურასა და სატვირთო ხომალდებს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 91 სტატია.

  • გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკარუსთავი 2
  • გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკაიმედი
  • რუსული გემის დაკავების გამო ნორვეგიის ელჩი კრემლის საგარეო უწყებაში დაიბარესფორმულა
  • სამხარაულის ბიურომ აუდიოჩანაწერებისა და ხმის ანალიზის რუსული პროგრამა შეიძინა - მკვლევრები უსაფრთხოების რისკებზე საუბრობენტვ პირველი
რუსული →

მსგავსი სტატიები

ტრამვაის მშენებლობისას დიდი ალბათობით საჭირო იქნება განსახლება... შესაძლოა, დამატებითი ვადა დაგვჭირდეს - გიორგი შარკოვი

ტრამვაის მშენებლობისას დიდი ალბათობით საჭირო იქნება განსახლება... შესაძლოა, დამატებითი ვადა დაგვჭირდეს - გიორგი შარკოვი

BM.GE

„3-წლიან ვადაში აუცილებლად ჩავეტევით“ - EYE ტრამვაის პროექტზე

„3-წლიან ვადაში აუცილებლად ჩავეტევით“ - EYE ტრამვაის პროექტზე

BM.GE

გომის მთაზე მეწყერი ჩამოწვა – გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის იკეტება

გომის მთაზე მეწყერი ჩამოწვა – გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის იკეტება

BM.GE

აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ

აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ

BM.GE