მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლავანდის საწარმო "ტოტოს ლავანდები" მულტიფუნქციურ სივრცედ ჩამოყალიბდა| რას სთავაზობენ მომხმარებელს?
ლავანდის საწარმო "ტოტოს ლავანდები" მულტიფუნქციურ სივრცედ ჩამოყალიბდა| რას სთავაზობენ მომხმარებელს?

ლავანდის საწარმო "ტოტოს ლავანდები" მულტიფუნქციურ სივრცედ ჩამოყალიბდა| რას სთავაზობენ მომხმარებელს?

BM.GE15 მაისი, 2026, 13:12|bm.ge

ლავანდის ეთერზეთებისა და არომაპროდუქტების მწარმოებელი კომპანია “ტოტოს ლავანდები”, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს, მულტიფუნქციურ სივრცედ ჩამოყალიბდა და გაფართოებას აგრძელებს.

კომპანიის დამფუძნებლის, ნინო სანიკიძის განცხადებით, ბიზნესმა ბოლო წლებში რამდენიმე მიმართულება დაამატა, მათ შორის მაღაზია-ბუტიკი, კაფე, სემინარები და ახლა უკვე ღონისძიების ორგანიზება და დეკორაციის სრული სერვისი.

როგორც ის BMGTV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ აცხადებს, სივრცე ყოველწლიურად ახლდება და ვითარდება, ხოლო მიზანი სხვადასხვა გამოცდილების ერთ სივრცეში გაერთიანებაა.

"ლავანდის ველი ჩვენი ძირითადი მიმართულებაა, თუმცა წლების განმავლობაში დავამატეთ მაღაზია-ბუტიკი, კაფე, სემინარები და წელს ივენთების მიმართულება გავაძლიერეთ. გვექნება სიახლეები როგორც პროდუქციის, ისე მომსახურების კუთხით", - განაცხადა ნინო სანიკიძემ.

მისივე თქმით, კაფეს მენიუში დაემატება ახალი პროდუქტები, მათ შორის ლავანდის ნაყინი, ხოლო მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდების ახალი კოლექციები.

სივრცე აქტიურად ავითარებს ივენთების მიმართულებასაც - კომპანიას აქვს რამდენიმე სხვადასხვა ზომის ზონა, სადაც მცირე და საშუალო ღონისძიებების ჩატარებაა შესაძლებელი, მათ შორის 30-მდე და 50-მდე სტუმრისთვის განკუთვნილი სივრცეები, ხოლო ღია ტერიტორიაზე უფრო მასშტაბური ღონისძიებების გამართვაც არის შესაძლებელი.

მისივე ინფორმაციით, ახალი სერვისებიდან ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დეკორაციის სრული მომსახურებაა, რომელიც მომხმარებლებს ღონისძიებების გაფორმებასა და ორგანიზებას სთავაზობს.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ ის ჯადოსნური გარემო, რასაც სოციალურ ქსელებში ხედავენ ადამიანები, უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო. ადგილობრივ მეწარმეებთან თანამშრომლობამ ეს შესაძლებლობა მოგვცა“, - აღნიშნა ნინო სანიკიძემ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ივენთების მიმართულება ახალი დაწყებულია, უკვე რამდენიმე ღონისძიება აქვთ დაგეგმილი და მოთხოვნაც მზარდია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE