მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “ლენდლორდის” მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე პარტნიორი - თამარ იოსელიანი
“ლენდლორდის” მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე პარტნიორი - თამარ იოსელიანი

“ლენდლორდის” მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე პარტნიორი - თამარ იოსელიანი

BM.GE7 ივლისი, 2026, 01:21|bm.ge

“ლენდლორდის” მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე შეუძლიათ დამატებითი ტვირთნაკადები მოიზიდონ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ გადავდივართ განვითარების ახალ მოდელზე, რომელიც არის ფართოდ აპრობირებული მსოფლიოში. ეს არის “ლენდლორდის” მოდელი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ სახელმწიფო ააშენებს ძირითად ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას და დარჩება ნავსადგურის ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის 100%-იანი წილის მესაკუთრედ. ამასთან, პორტში განთავსებული სპეციალიზებული ტერმინალები გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა საერთაშორისო ოპერატორებს და ინვესტორებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

ამ ახალი მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე აქვთ შესაძლებლობა, მოიზიდონ დამატებითი ტვირთნაკადები, რაც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გადანაწილდეს როგორც რისკები, ასევე მოხდეს ყველა ჩართული ქვეყნისა თუ კომპანიის ინტერესების გათვალისწინება “, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობაიმედი
  • ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობსტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
შესაძლებლობა →ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ

Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ

BM.GE

გურიაში რთველი ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყება|რა მოლოდინი აქვს "ნოდოს მეღვინეობას"?

გურიაში რთველი ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყება|რა მოლოდინი აქვს "ნოდოს მეღვინეობას"?

BM.GE

ბირჟებზე ნავთობის ფასები იზრდება

ბირჟებზე ნავთობის ფასები იზრდება

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE