მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გურიაში რთველი ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყება|რა მოლოდინი აქვს "ნოდოს მეღვინეობას"?
გურიაში რთველი ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყება|რა მოლოდინი აქვს "ნოდოს მეღვინეობას"?

გურიაში რთველი ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყება|რა მოლოდინი აქვს "ნოდოს მეღვინეობას"?

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 12:39|bm.ge

გურიაში წლევანდელი რთველი ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყება. „ნოდოს მეღვინეობის“ დამფუძნებლის, თათია გოგიბერიძის აზრით, წელს ამინდმა გარკვეული ჯიშების მდგომარეობაზე გავლენა მოახდინა და მოსავლის მოცულობაც ყველა შემთხვევაში ერთნაირი არ იქნება.

გოგიბერიძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ გურიაში მეღვინეობას რთვლის შედარებით გვიანი პერიოდი და კლიმატური პირობები ართულებს.

"გურიაში მეღვინეობა არის ნამდვილად გამოწვევა. იმიტომ, რომ კლიმატური პირობები, გვიანი რთველი, ყურძნის ფენოლოგიური სიმწიფე და გარკვეული ტიპის დისკომფორტებია რთველთან დაკავშირებითაც. წელს საკმაოდ რთულად იყო ყურძნის მდგომარეობა, განსაკუთრებულ ჯიშებს ცოტა უფრო მეტად გაუჭირდათ", - განაცხადა გოგიბერიძემ და დასძინა, რომ გურიაში ცოლიკაურის კრეფა ოქტომბერში, ჩხავერის კი ნოემბერში იგეგმება.

მისი ინფორმაციით, წელს „ნოდოს მეღვინეობა“ შარშანდელთან შედარებით სხვადასხვა ჯიშის განსხვავებულ მოსავალს ელოდება. მეღვინეობის პროგნოზით, ჩხავერის მოსავალი შესაძლოა გაიზარდოს, ალადასტურისა და მტევანდიდის კი შემცირდეს.

როგორც ის განმარტავს, ჩხავერი რთულად დასამუშავებელი ჯიშია და მისი დაყენებისას ტექნოლოგიური პროცესის მაღალი სიზუსტე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„გარკვეულ ჯიშებზე მოლოდინები გვაქვს, რომ შარშანდელთან შედარებით ნაკლები რაოდენობა გვექნება. გარკვეული ჯიშები კარგად იყო და, მაგალითად, ვფიქრობთ, რომ იგივე ჩხავერის მოსავალი წელს კიდევ ცოტა უფრო მეტი იქნება, თუმცა ცოტა ნაკლებს ველოდებით ალადასტურის და მტევანდიდის მოსავალს“, - აღნიშნა მან.

გურიაში წარმოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მეღვინეობა არა მხოლოდ რთვლის კლიმატურ პირობებს, არამედ ღვინის რეალიზაციასაც ასახელებს. გოგიბერიძის თქმით, გურიაში ტურიზმის ნაკადები ჯერ კიდევ შედარებით მცირეა, რაც ღვინის ადგილზე გაყიდვებზეც მოქმედებს.

„გურია ტურისტულად სხვა კუთხეებისგან განსხვავებით არ არის იმდენად დატვირთული, რომ ხშირი იყოს, ვთქვათ, რეალიზებასთან დაკავშირებული ტურიზმი“, - განაცხადა მან. ამასთან, „ნოდოს მეღვინეობა“ გურული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობით ცდილობს. მეღვინეობის ჩხავერმა გასულ წელს International Wine Challenge-ზე ოქროს მედალი მიიღო.

მეღვინეობის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მცირე მარნებისთვის საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენებში მონაწილეობა დამატებით ფინანსურ რესურსს მოითხოვს.

„მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად რეალიზების პრობლემებისა, ჩვენ მაინც ვცდილობთ რაღაცნაირად პირადი სახსრებით არ გამოვტოვოთ არც ერთი მნიშვნელოვანი კონკურსი, გამოფენა, სადაც შეიძლება, რომ გურია იყოს აბრაზე“, - განაცხადა გოგიბერიძემ.

„ნოდოს ღვინის“ პროდუქცია დღეს ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე არხით იყიდება. ერთ-ერთია „8000 მოსავალი“, რომლის მათ შორის ბერლინის ფილიალშიც არის წარმოდგენილი. 2024 წლის „ნოდოს ღვინო ჩხავერი როზე“ ამჟამად 8000 Vintages-ის შეთავაზებაშიც ფიქსირდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარჯანიშვილზე დახლების დემონტაჟის შემდეგ, სად სთავაზობს მერია ალტერნატიულ ფართებს გარემოვაჭრეებს?

მარჯანიშვილზე დახლების დემონტაჟის შემდეგ, სად სთავაზობს მერია ალტერნატიულ ფართებს გარემოვაჭრეებს?

BM.GE

გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, მომავალ წელს რუსთაველზე არსებული შენობების განახლება იგეგმება - კალაძე

გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, მომავალ წელს რუსთაველზე არსებული შენობების განახლება იგეგმება - კალაძე

BM.GE

სად განთავსდება შუქნიშნები და ზებრა გადასასვლელები რუსთაველის გამზირზე - ახალი სქემა

სად განთავსდება შუქნიშნები და ზებრა გადასასვლელები რუსთაველის გამზირზე - ახალი სქემა

BM.GE

Benefits საბანკო პარტნიორობებს აფართოებს და ბაზისბანკთან თანამშრომლობას იწყებს

Benefits საბანკო პარტნიორობებს აფართოებს და ბაზისბანკთან თანამშრომლობას იწყებს

BM.GE