მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლენტეხში 6 კუბურ მეტრამდე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს - სააგენტო
ლენტეხში 6 კუბურ მეტრამდე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს - სააგენტო

ლენტეხში 6 კუბურ მეტრამდე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს - სააგენტო

BM.GE3 ივლისი, 2026, 10:10|bm.ge

რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა, წიწვოვანი სახეობის 6 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქნის წარმოშობის დოკუმენტაცია გააყალბა (სპეციალური ფირნიში გამოიყენა განმეორებით) ხოლო, შემდეგ რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დაასაწყობა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშდება ხოლო, უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ლენტეხის საქმიან ეზოში. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.

„ სატყეო რეფორმის ძირითადი მიზანია ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება, რომლის ეფექტიანად განხორციელებისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტო სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიური

საშუალებებით. ასევე, რეფორმის ფარგლებში სააგენტოს 401 ახალი თანამშრომელი დაემატება, რომლებიც კონკრეტულ სამცველოებზე უსაფრთხოებასა და წესრიგს გააკონტროლებენ. ყველა ეს ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები“ - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„კინოთეტრის ხარჯებს სხვა ბიზნესიდან ვფარავ...“ - ვალერი გელაშვილი ხაშურის კინოს მუშაობაზე

„კინოთეტრის ხარჯებს სხვა ბიზნესიდან ვფარავ...“ - ვალერი გელაშვილი ხაშურის კინოს მუშაობაზე

BM.GE

29-წლიანი ისტორია და ახალი ხედვა: INSTA-ს აღმასრულებელ დირექტორად სანდრო ბახსოლიანი დაინიშნა

29-წლიანი ისტორია და ახალი ხედვა: INSTA-ს აღმასრულებელ დირექტორად სანდრო ბახსოლიანი დაინიშნა

BM.GE

დააკავეს საბაჟოს ცვლის უფროსი, რომელიც მოქალაქეს უკანონოდ $200 000-ის შემოტანაში დახმარებას დაჰპირდა

დააკავეს საბაჟოს ცვლის უფროსი, რომელიც მოქალაქეს უკანონოდ $200 000-ის შემოტანაში დახმარებას დაჰპირდა

BM.GE

9 ივლისს, თბილისში დასაქმების ფესტივალი გაიმართება|HR hub

9 ივლისს, თბილისში დასაქმების ფესტივალი გაიმართება|HR hub

BM.GE