მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლეო მესისთან დაკავშირებული ნივთები, რომლებიც აუქციონზე ყველაზე ძვირად გაიყიდა
ლეო მესისთან დაკავშირებული ნივთები, რომლებიც აუქციონზე ყველაზე ძვირად გაიყიდა

ლეო მესისთან დაკავშირებული ნივთები, რომლებიც აუქციონზე ყველაზე ძვირად გაიყიდა

BM.GE5 სექტემბერი, 2026, 03:00|bm.ge

ლეო მესის კარიერა მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე დამყარებული რეკორდებით არ განისაზღვრება. არგენტინელი სუპერვარსკვლავის სახელი სპორტის მიღმაც იმდენად ძლიერ ბრენდად იქცა, რომ მის მიერ გამოყენებული, ხელმოწერილი ან კარიერის უმნიშვნელოვანეს მომენტებთან დაკავშირებული ნივთები კოლექციონერებისთვის განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს. ზოგიერთ შემთხვევაში კი ეს ნივთები ასობით ათას, მილიონამდე და რამდენიმე მილიონ დოლარამდე იყიდება.

მესისთან დაკავშირებული ნივთების აუქციონების ისტორიაში ყველაზე დიდი რეკორდი 2023 წლის დეკემბერში დამყარდა, როდესაც მისი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩაცმული ექვსი მაისურის ნაკრები Sotheby's-ის აუქციონზე 7.8 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს არა მხოლოდ მესისთან დაკავშირებული ნივთის რეკორდული ფასი აღმოჩნდა, არამედ იმ წლის ყველაზე ძვირად გაყიდული სპორტული მემორაბილიაც გახდა.

თუმცა ამ კოლექციამდე და მის შემდეგაც მესის კარიერის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მომენტის ამსახველმა ნივთებმა აუქციონებზე შთამბეჭდავი ფასები დააფიქსირა. მათ შორის არის მაისურები, ბუცები და, რაც ყველაზე საინტერესოა, უბრალო ქაღალდის ხელსახოცი, რომელმაც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დააფიქსირა. კერძოდ სწორედ ქაღალდის ხელსახოცზე გაფორმდა მესის პირველი ხელშეკრულება ბარსელონასთან, რომელიც $964 450-ად გაიყიდა.

სხვა ყველაზე ძვირად ღირებული ნივთები მესის კარიერიდან, რომელიც აუქციონებზე გაყიდულა ასე გამოიყურება:

5. "პორტუსთან" სადებიუტო ამხანაგური მატჩის ბილეთი - $49 2004. პელეს რეკორდის მომხსნელი ბუცები - $169 000

3. 2017 წლის „რემონტადას“ მატჩის მაისური - $200 000/$400 0002. "ბარსელონასთან" გაფორმებული კონტრაქტი ხელსახოცზე - $964 4501. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშები 6 მაისური - $7.8 მილიონი

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

BM.GE

ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

BM.GE

PASHA Real Estate და Marriot International თბილისსა და ბაქოში სასტუმროების გახსნას გეგმავენ

PASHA Real Estate და Marriot International თბილისსა და ბაქოში სასტუმროების გახსნას გეგმავენ

BM.GE

მთავრობა საპატრიარქოს ფონდს, სკოლა-გიმნაზიებსა და უნივერსიტეტებს ₾5.2 მილიონით დაეხმარება

მთავრობა საპატრიარქოს ფონდს, სკოლა-გიმნაზიებსა და უნივერსიტეტებს ₾5.2 მილიონით დაეხმარება

BM.GE