მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს
ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

BM.GE5 სექტემბერი, 2026, 03:43|bm.ge

მსოფლიოში უდიდესმა, ნორვეგიის $2.3 ტრილიონის მოცულობის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა საინვესტიციო პორტფელში სამთავრობო ფასიანი ქაღალდების წილის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ინვესტიციების მენეჯმენტის ნორვეგიის ბანკმა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციით უკვე მიმართა. მმართველმა საბჭომ სამთავრობო ფასიანი ქაღალდების 70%-იანი წილის 50%-მდე შემცირება მოითხოვა. ეს ნაბიჯი კი პირველ რიგში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების პოზიციებს შეეხება. როგორც ირკვევა, ეს ცვლილება მიზნად რისკების დივერსიფიკაციასა და მაღალი ამონაგების მიღებას ისახავს.

სტრატეგიული გეგმა აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილის 34.1%-დან 21.9%-მდე ეტაპობრივ შემცირებას ითვალისწინებს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ევროზონის სამთავრობო ვალის წილი 16.8%-დან 14.1%-მდე შემცირდება. პარალელურად, NBIM-მა იაპონიის სახელმწიფო ობლიგაციების მოცულობის 4.6%-დან 7.4%-მდე გაზრდის გადაწყვეტილებაც მიიღო. ამასთან, ორგანიზაციამ სამთავრობო ფასიანი ქაღალდების შეფასების სისტემის შეცვლა მოითხოვა. ფონდი განვითარებული ქვეყნების მაღალი ვალის გათვალისწინებით, მშპ-ის ნაცვლად საბაზრო ღირებულების ინდიკატორის გამოყენებას გეგმავს.

რაც შეეხება იმას, თუ საით გადაამისამართებს თანხებს ფონდი, ორგანიზაცია აშშ-ის კორპორაციული ობლიგაციების პორტფელის 16.2%-დან 27.6%-მდე გაზრდას აპირებს. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლაი ტანგენმა და ნორვეგიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა იდა ვოლდენ ბაკემ იპოთეკით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების შეძენის ინიციატივა უკვე წამოაყენეს. მათი შეფასებით, გრძელვადიანი საინვესტიციო პროფილი რისკიანი აქტივებიდან დამატებითი პრემიის მიღების შესაძლებლობას იძლევა. ხელმძღვანელების განმარტებით, იპოთეკური ობლიგაციები კრიზისების დროს აქციების საპირისპიროდ მოძრაობს. ეს მექანიზმი კი პორტფელის საერთო მერყეობის შემცირებას უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, ნორვეგიის სუვერენული ფონდი, რომელიც 1998 წელს, ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებით დაფუძნდა, დღეს მსოფლიო აქციების თითქმის 1.5%-ს ფლობს. ორგანიზაციის $2.3 ტრილიონიანი პორტფელიდან $1.65 ტრილიონი აქციებზე, $592 მილიარდი კი ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებზე მოდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

BM.GE

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

BM.GE

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

BM.GE

PASHA Real Estate და Marriot International თბილისსა და ბაქოში სასტუმროების გახსნას გეგმავენ

PASHA Real Estate და Marriot International თბილისსა და ბაქოში სასტუმროების გახსნას გეგმავენ

BM.GE