მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო KIWAMI მეხუთედ მოიპოვა
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო KIWAMI მეხუთედ მოიპოვა

„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო KIWAMI მეხუთედ მოიპოვა

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 19:52|bm.ge

ევროპული ავტოინდუსტრიის მასშტაბით, „ლექსუს თბილისმა“ ბრენდის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - KIWAMI რეკორდულად მოკლე დროში, უკვე მეხუთედ მოიპოვა.

გუნდმა სარეკორდო რაოდენობის აღიარებით, მომსახურების სრულად ახალი, უმაღლესი სტანდარტი დააწესა. კომპანია მუდმივად ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესოთა შორის საუკეთესოთა სიაში, რაც მომხმარებლისთვის განსაკუთრებული, სტანდარტებს მიღმა არსებული გამოცდილების შექმნის პირდაპირი შედეგია.

„ლექსუს თბილისის“ დირექტორის, შალვა ციხელაშვილის განცხადებით, ეს გამარჯვება იმ ნდობისა და ძალისხმევის აღიარებაა, რომელსაც გუნდი ყოველდღიურად ქმნის თითოეულ ვიზიტორთან ურთიერთობაში.

„KIWAMI ჯილდო ჩვენთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა და დასტური იმისა, რომ სრულყოფილებისკენ სწრაფვას საზღვრები არ აქვს. ფაქტი, რომ ეს პრესტიჟული აღიარება საქართველოში რეკორდული რაოდენობით, უკვე მეხუთედ ჩამოვიტანეთ უმოკლეს დროში, ხაზს უსვამს ჩვენი თითოეული თანამშრომლის ყურადღებას ყოველი დეტალის მიმართ.

ჩვენი გუნდი შოურუმში მოსულ ვიზიტორს ისე მასპინძლობს, როგორც საკუთარ ოჯახში სტუმარს. მჯერა, რომ ჩვენი გუნდი მზად არის, მომავალშიც ყველა მწვერვალი დაიპყროს, თუმცა, ჩვენი მთავარი ჯილდო ბედნიერი მომხმარებელია. მიზნად ვისახავთ, რომ ეს საპატიო სტატუსი მომავალ წელსაც შევინარჩუნოთ“, - აღნიშნავს შალვა ციხელაშვილი.იაპონური სტუმართმოყვარეობა „ომოტენაში“ მომხმარებლის ყველა საჭიროების წინასწარ განჭვრეტასა და უმაღლესი კომფორტის შექმნას გულისხმობს, სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს ლექსუს თბილისის გუნდის მთავარ ფილოსოფიას.

რა არის KIWAMI და როგორია მისი საერთაშორისო მასშტაბი?

სიტყვა KIWAMI იაპონურად მწვერვალს ნიშნავს. ის წარმოადგენს Lexus-ის უმაღლეს ჯილდოს, რომელიც ყოველწლიურად ევროპის მხოლოდ რამდენიმე გამორჩეულ წარმომადგენლობას გადაეცემა.

წლევანდელი, რიგით მე-10 საიუბილეო დაჯილდოების ფარგლებში, ევროპის მასშტაბით არსებული 300-ზე მეტი ოფიციალური პარტნიორიდან, გამორჩეული შედეგისთვის KIWAMI-ს სტატუსი მხოლოდ 16-მა ბიზნესმა მიიღო.

2026 წლის გრანდიოზული ცერემონია ბრიტანეთში, ქალაქ ოქსფორდში ჩატარდა. სამდღიანი ღონისძიების კულმინაცია ოქსფორდის უნივერსიტეტის ისტორიულ Brasenose College-ში გაიმართა, სადაც გამარჯვებულებს ჯილდოები Lexus-ის ევროპის ხელმძღვანელებმა გადასცეს.

„კომპანიებმა, რომლებმაც წელს Kiwami-ს ჯილდო მიიღეს, თანმიმდევრულად აჩვენეს არა მხოლოდ ექსტრაორდინალური შედეგები, არამედ სტუმრებისთვის ომოტენაშის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნის უნარი. ეს არის ლიდერობის, გუნდური მუშაობისა და მომხმარებლის მთავარ ფოკუსში მოქცევის უტყუარი შედეგი“, - განაცხადა Lexus Europe-ის ხელმძღვანელმა, ანდრე შმიდტმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“ვფიქრობ, სტატუს-კვო შენარჩუნდება” - რიკარდ იოზვიაკი EU-ს მიერ “ქართული ოცნების“ იზოლაციაზე

“ვფიქრობ, სტატუს-კვო შენარჩუნდება” - რიკარდ იოზვიაკი EU-ს მიერ “ქართული ოცნების“ იზოლაციაზე

BM.GE

რუსული გაზის გაძვირებამ შესაძლოა სომხეთის ეკონომიკური ზრდა 5-7%-ით შეამციროს | სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

რუსული გაზის გაძვირებამ შესაძლოა სომხეთის ეკონომიკური ზრდა 5-7%-ით შეამციროს | სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

BM.GE

როგორ ართმევს "ოცნება" ხმის უფლებას 800 000 ამომრჩეველს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით?|კონსტიტუციონალისტის განმარტება

როგორ ართმევს "ოცნება" ხმის უფლებას 800 000 ამომრჩეველს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით?|კონსტიტუციონალისტის განმარტება

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება

BM.GE