მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლევან ახობაძის სახლიდან დიდი ოდენობით თანხა არაა ამოღებული, 2 თვის ხელფასზეა საუბარი - ადვოკატი
ლევან ახობაძის სახლიდან დიდი ოდენობით თანხა არაა ამოღებული, 2 თვის ხელფასზეა საუბარი - ადვოკატი

ლევან ახობაძის სახლიდან დიდი ოდენობით თანხა არაა ამოღებული, 2 თვის ხელფასზეა საუბარი - ადვოკატი

BM.GE23 მაისი, 2026, 21:37|bm.ge

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის ადვოკატის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ლევან ახობაძის სახლიდან არა დიდი ოდენობის, არამედ ორი თვის ოდენობის თანხაა ამოღებული - ამის შესახებ კუპრაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ თითქოს ლევან ახობაძის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. არანაირი დიდი ოდენობით თანხა ამოღებული არ არის, ორი თვის ხელფასის ოდენობის თანხაზეა საუბარი", - ამბობს რაჟდენ კუპრაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თავად რაჟდენ კუპრაშვილი 2024 წელს, რა პერიოდთან დაკავშირებითაც პროკურატურა ლევან ახობაძეს დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი იყო. სწორედ ეს ორგანო აერთიანებდა კორუფციის პრევენციის ყველა ძირითად ფუნქციას, მათ შორის, თანამდებობის პირების ფინანსური დეკლარაციების მონიტორინგს. ანტიკორუფციული ბიურო გასული წლის დეკემბერში გაუქმდა.

რაც შეეხება ლევან ახობაძეს, იგი სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას მაშინ იკავებდა, როდესაც უწყებას გრიგოლ ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ახობაძემ 250,000 ლარის ქრთამი 2024 წელს საკუთარ სამუშაო კაბინეტში აიღო.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 29 მარტს, მეწარმის წარმომადგენელს ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად შემოჰქონდა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 000 000 რუსული რუბლი, (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) რომელიც საბაჟო შემოწმების შემდგომ, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ჩამოერთვა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

დღეს, ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • დაკავება ნარკოდანაშაულის საქმეზე - 30 წლის ქალის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა 626 აბი "მეთადონი" ამოიღესრუსთავი 2
  • მუქარა არასრულწლოვანის მიმართ - ცნობილი TIK-TOK-ერის სახლში პოლიცია შევიდატვ პირველი
  • პენტაგონმა უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან მიიღოფორმულა
  • Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო ეპიდაფეთქებას აკვირდებანეტგაზეთი
სახლი →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE