მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლევან ჟორჟოლიანმა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
ლევან ჟორჟოლიანმა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ლევან ჟორჟოლიანმა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 20:06|bm.ge

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

"ხაზი გაესვა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის, როგორც დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმის მნიშვნელობას პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის მიმართულებით.

აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკას, ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს. ასევე ხაზი გაესვა შუა დერეფნის, როგორც უსაფრთხო და საიმედო სატრანზიტო მარშრუტის მნიშვნელობას და საქართველოს როლს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ უმასპინძლოს დელფოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესერელიზში.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია დაესწრნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE

ტურიზმის ადმინისტრაციამ Booking.com-თან მარკეტინგული ხელშეკრულება გააფორმა

ტურიზმის ადმინისტრაციამ Booking.com-თან მარკეტინგული ხელშეკრულება გააფორმა

BM.GE

“ვფიქრობ, სტატუს-კვო შენარჩუნდება” - რიკარდ იოზვიაკი EU-ს მიერ “ქართული ოცნების“ იზოლაციაზე

“ვფიქრობ, სტატუს-კვო შენარჩუნდება” - რიკარდ იოზვიაკი EU-ს მიერ “ქართული ოცნების“ იზოლაციაზე

BM.GE

რუსული გაზის გაძვირებამ შესაძლოა სომხეთის ეკონომიკური ზრდა 5-7%-ით შეამციროს | სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

რუსული გაზის გაძვირებამ შესაძლოა სომხეთის ეკონომიკური ზრდა 5-7%-ით შეამციროს | სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

BM.GE