მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 13:58|bm.ge

საქართველოს პადელის ეროვნულმა ფედერაციამ, ლიბერთის მხარდაჭერით GNPF Youth Open ჩაატარა. 12-13 სექტემბერს GymBreeze-ზე გამართულ ჩემპიონატში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 200-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

ტურნირის მიზანი ახალგაზრდებში პადელის პოპულარიზაცია, სპორტისადმი ინტერესის გაზრდა და აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება იყო.

GNPF Youth Open-ის მხარდაჭერა ლიბერთის მოსწავლის პირველი ბარათის - 1st CARD-ის სახელით განხორციელდა. 1st CARD სპეციალურად მოზარდებისთვის შექმნილი მოსწავლის ბარათია, რომელიც მათ დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება.

„ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მოზარდებში აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მოხარული ვართ, რომ 1st CARD-ის სახელით GNPF Youth Open-ის მხარდაჭერით, ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესის გაზრდასა და აქტიური ცხოვრების წესის წახალისებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ 1st CARD მოზარდების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდეს და მათთვის ახალი შესაძლებლობებისა და ღირებულების შექმნას ემსახურებოდეს'', - ნინო პირადაშვილი, ლიბერთის საოპერაციო პროდუქტებისა და დისტანციური მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრია 2026 წლის ივნისიდან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-მა უკრაინისთვის $2.1 მილიარდის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-მა უკრაინისთვის $2.1 მილიარდის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა

BM.GE

Fitch-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა

Fitch-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა

BM.GE

Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "პოზიტიურამდე" გაზარდა

Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "პოზიტიურამდე" გაზარდა

BM.GE

ყველა თავმოყვარე კომპანია დღეს თავისი ნებით უნდა გამოვიდეს რუსული ბაზრიდან|ვასილ მანაგაძე

ყველა თავმოყვარე კომპანია დღეს თავისი ნებით უნდა გამოვიდეს რუსული ბაზრიდან|ვასილ მანაგაძე

BM.GE