მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ლიდერატორის“ 530-ზე მეტ მონაწილეს შორის 80% საქართველოს ბანკში დასაქმდა
„ლიდერატორის“ 530-ზე მეტ მონაწილეს შორის 80% საქართველოს ბანკში დასაქმდა

„ლიდერატორის“ 530-ზე მეტ მონაწილეს შორის 80% საქართველოს ბანკში დასაქმდა

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 13:30|bm.ge

„ლიდერატორის“ პროგრამის 530-ზე მეტ მონაწილეს შორის 80% საქართველოს ბანკში დასაქმდა. როგორც ბანკის ტალანტების მართვის სამსახურის უფროსმა ელენე ქათამაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ განაცხადა, პროგრამა უკვე 10 წელია ხორციელდება და ყოველწლიურად სტუდენტებს დასაქმების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

„ლიდერატორს“ 10-წლიანი ისტორია აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში პროგრამის სტაბილურობას ვინარჩუნებთ: ყოველწლიურად უფრო მრავალფეროვან შესაძლებლობებს ვთავაზობთ სტუდენტებს დასაქმების თვალსაზრისით. თავად სტუდენტების მხრიდანაც გვაქვს დაინტერესება და პროგრამა აქტუალობასა და პოპულარობას ინარჩუნებს“, - განაცხადა ელენე ქათამაძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ბანკი „საზაფხულო სტაჟირების“ პროგრამასაც ახორციელებს, რომელიც უცხოეთის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველ სტუდენტებს კი არა, იქ უკვე ჩარიცხულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, საზაფხულო არდადეგებზე საქართველოში დაბრუნდნენ, ადგილობრივ ბიზნესგარემოს გაეცნონ და საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება ქართულ შრომით ბაზარს დაუკავშირონ.

„კარიერის საწყის ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ალბათ, პირველი სამუშაო ადგილის პოვნაა. დასაქმების ბაზარზე ერთგვარ სტერეოტიპს ვხვდებით: დამსაქმებლები კანდიდატებისგან გარკვეულ გამოცდილებას მოელიან, რომელიც მათ ჯერ არ დაუგროვებიათ. ყველანაირად ვცდილობთ, სტუდენტებს ამ ბარიერის გადალახვაში დავეხმაროთ და განათლებიდან დასაქმებაზე გადასვლა გავუმარტივოთ“, - განაცხადა ელენე ქათამაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"კარგი რეგულაციის გარეშე აუდიტის პროფესია არ არსებობს" - Baker Tilly-ს დირექტორის შეფასება

"კარგი რეგულაციის გარეშე აუდიტის პროფესია არ არსებობს" - Baker Tilly-ს დირექტორის შეფასება

BM.GE

ელეგანტურობა და პრესტიჟი — HONGQI E-Auto-სთან ერთად საქართველოში შემოვიდა

ელეგანტურობა და პრესტიჟი — HONGQI E-Auto-სთან ერთად საქართველოში შემოვიდა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

16 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

16 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE