მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლიეტუვის ჯარის ყოფილი მეთაური, კბილის იმპლანტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გამო, 20 000 ევროთი დააჯარიმეს
ლიეტუვის ჯარის ყოფილი მეთაური, კბილის იმპლანტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გამო, 20 000 ევროთი დააჯარიმეს

ლიეტუვის ჯარის ყოფილი მეთაური, კბილის იმპლანტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გამო, 20 000 ევროთი დააჯარიმეს

BM.GE24 მაისი, 2026, 22:34|bm.ge

ვილნიუსის სასამართლომ ლიეტუვის შეიარაღებული ძალების ყოფილ მეთაურს, ვალდემარას რუპშისს თაღლითობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის 20 000 ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

რუპშისს ბრალად ედებოდა სამხედრო სახსრების გამოყენება ორი კბილის იმპლანტის საფასურის გადასახდელად, რომლის ღირებულებამაც თითქმის 4 000 ევრო შეადგინა. თავად რუპშისი მანამდე აცხადებდა, რომ კბილის ტრავმა 2022 წლის ივლისში, გერმანიაში ლიეტუველი სამხედროების მონახულებისას მიიღო. შესამაბისად, აღნიშნული შემთხვევა ოფიციალურად სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულად იქნა მიჩნეული, რის გამოც მკურნალობის ხარჯები ეროვნული თავდაცვის ფონდებიდან დაიფარა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუპშისს ასევე ხუთი წლის ვადით აეკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა. იგი შეიარაღებული ძალების მეთაურის თანამდებობას 2019 წლიდან 2024 წლამდე იკავებდა. ყოფილი მაღალჩინოსანი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.

ამავე საქმეზე 15 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა სამხედრო მედიკოს შარუნას რატკუსს, რომელსაც ბრალად დოკუმენტების გაყალბება და რუპშისის ხელშეწყობა ედებოდა. რატკუსმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ყოფილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • ფოთში ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა - დაკავებულს ბრალდება წარედგინაფორმულა
  • "მიზანი არ ყოფილა უზარმაზარი აქციის შეკრება" - ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენრუსთავი 2
  • დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერი რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი გახდატვ პირველი
  • ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფსიმედი
ყოფილი →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE