მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლილუაშვილის სასარგებლოდ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც პროკურატურამ/საგამოძიებო ორგანოებმა დამალეს - ადვოკატი
ლილუაშვილის სასარგებლოდ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც პროკურატურამ/საგამოძიებო ორგანოებმა დამალეს - ადვოკატი

ლილუაშვილის სასარგებლოდ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც პროკურატურამ/საგამოძიებო ორგანოებმა დამალეს - ადვოკატი

BM.GE15 მაისი, 2026, 20:10|bm.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაცვის მხარეს დაუმალეს, რასაც ისინი სასამართლოში გაასაჩივრებენ. ლანა ცერცვაძის კომენტარს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

„არსებობს მტკიცებულებები, რომელიც დამალულ იქნა, რაც შესაბამისი წესით გასაჩივრდება. მოწმეები დასაკითხ პირთა სიაში აღმოჩნდნენ იმის გამო, რომ ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა მათ დასაკითხ პირთა სიაში ჩასმაზე. თუმცა მათი გამოკითხვის ოქმები დამალული იქნა პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოს მხრიდან და დაცვის მხარეს არ გადმოეცა. არანაირი სხვა სახის ეპიზოდი გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებით აღარ არსებობს, ყველა ეპიზოდი წარმოდგენილია სასამართლოში. მოწმეებზე, რომლებზეც და რომელთა გამოკითხვის ოქმებზეც დაცვის მხარე საუბრობს, დაკითხული იქნენ იმ ეპიზოდებთან მიმართებით, რა ეპიზოდებთან დაკავშირებითაც სასამართლო განხილვა მიმდინარეობს. ვსაუბრობ მხოლოდ იმ დამალულ მტკიცებულებებზე, რომელიც ეხება საქმეს და რომელიც მიმდინარეა სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებით“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ადვოკატის თქმითვე, სასამართლოზე დაკითხულ ბრალდების მოწმეებს ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუციათ არცერთ დანაშაულთან, მათ შორის, ბაღების ეპიზოდთან მისი კავშირი არ დაუდასტურებიათ.

„ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი სამართლებრივ გზას ირჩევს, ბუნებრივია, ეროვნული კანონმდებლობის დონეზე გვაქვს იმედი, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდება და მისი უდანაშაულობა დადასტურდება. სამომავლოდ, საჭიროებიდან გამომდინარე, თუკი, ამის აუცილებლობა იქნება, ბუნებრივია, ნებისმიერ სამართლებრივ გზას მივმართავთ მათ შორის, სტრასბურგს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

სუს-ის ყოფილი უფროსი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • იოსელიანი ფეიქრიშვილის საქმის გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარებაში გადასვლას მიესალმებატვ პირველი
  • ომბუდსმენი ფეიქრიშვილზე სავარაუდო ძალადობის საქმის პროკურატურისთვის დაქვემდებარებას მიესალმებაფორმულა
  • დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურარუსთავი 2
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური: მწუხარებას გამოვთქვამთ №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო - მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიებაიმედი
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE