მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "Lineate-ის საშუალო ზრდის ტემპი ბოლო 3 წელში 12- 17%-ის ფარგლებშია" - გიორგი ციკოლია
"Lineate-ის საშუალო ზრდის ტემპი ბოლო 3 წელში 12- 17%-ის ფარგლებშია" - გიორგი ციკოლია

"Lineate-ის საშუალო ზრდის ტემპი ბოლო 3 წელში 12- 17%-ის ფარგლებშია" - გიორგი ციკოლია

BM.GE14 ოქტომბერი, 2026, 03:28|bm.ge

Lineate-ს ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, კომპანიის საშუალო ზრდის ტემპი ბოლო 3 წლის განმავლობაში 12-17%-ის ფარგლებშია. გიორგი ციკოლია “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ Lineate-ს ყველა ბაზარზე ზრდა აქვს, თუმცა საერთო ზრდაში საქართველოს ოფისს ყოველთვის “ლომის” წილი შეაქვს. კომპანია დამატებით ზრდის პერსპექტივას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობაში ხედავს.

„ყველა ბაზარზე ზრდა გვაქვს. კომპანიის საშუალო ზრდის ტემპები ბოლო 3 წლის განმავლობაში 12-იდან 17%-ის ფარგლებშია. საქართველოს ამ ზრდაში ყოველთვის ლომის წილი შეაქვს.

წელსაც პირველი 6 თვის შედეგებსაც რომ ვაფასებთ, საკმაოდ კმაყოფილი ვართ და მივდივართ ისე, რაც წლის ბოლოს გქონდა დაგეგმილი. ამავდროულად დამატებით შესაძლებლობას ვხედავთ, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის კუთხით. ჩვენ თანამშრომლობას ვამყარებთ ასევე გლობალურ, მსხვილი საერთაშორისო კომპანიებთან, ვინც ამ კუთხით მომსახურებას უწევენ გლობალურ მასშტაბში ბაზარს. ჩვენ ამ კომპანიების საკმაოდ მჭიდრო პარტნიორები ვხდებით და მათი მეშვეობით კიდევ უფრო დიდ ბაზრებზე გვაქვს საშუალება გავიდეთ”,-აცხადებს გიორგი ციკოლია.

2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 841.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72%-ით, ანუ 352 მილიონი დოლარით მეტია. უფრო დეტალურად, სების სტატისტიკის თანახმად, პირველ კვარტალში ეს შემოსავალი 441 მილიონ დოლარს შეადგენდა (ზრდა 65%); მეორე კვარტალში კი 400 მილიონ დოლარს (ზრდა 80%).

IT სექტორის საგარეო შემოსავლის 65%-იანი მატება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, რომელიც IT სექტორსაც მოიცავს 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი - 36%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო სექტორის ზომამ 2.2 მილიარდ ლარს მიაღწია, მეორე კვარატლში კი ზრდა 16.6%-ს შეადგენდა (ზომა 1.89 მლრდ ლარი).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Getty Images გაკოტრდა

Getty Images გაკოტრდა

BM.GE

ფორმულა 1 აფრიკაში ბრუნდება და რბოლებს მომდევნო 10 წელი რუანდაში ჩაატარებს

ფორმულა 1 აფრიკაში ბრუნდება და რბოლებს მომდევნო 10 წელი რუანდაში ჩაატარებს

BM.GE

ბილ გეიტსი AI-ის დაბეგვრას და სამუშაო ადგილების დაცვას მოითხოვს

ბილ გეიტსი AI-ის დაბეგვრას და სამუშაო ადგილების დაცვას მოითხოვს

BM.GE

TOP-10 კომპანია საქართველოდან, რომელიც რუსეთში ყველაზე მეტ ღვინოს ყიდის

TOP-10 კომპანია საქართველოდან, რომელიც რუსეთში ყველაზე მეტ ღვინოს ყიდის

BM.GE