მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Lion Trans-ის მხარდაჭერით გამართული Georgian Kart Masters 2026 დასრულდა
Lion Trans-ის მხარდაჭერით გამართული Georgian Kart Masters 2026 დასრულდა

Lion Trans-ის მხარდაჭერით გამართული Georgian Kart Masters 2026 დასრულდა

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 14:50|bm.ge

15 ნოემბერს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე Georgian Kart Masters 2026-ის სეზონის ფინალური ეტაპი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ჩემპიონატის დასკვნით ღონისძიებაზე ხუთი ეტაპის განმავლობაში დაგროვებული ქულების მიხედვით სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

2026 წლის სეზონის ჩემპიონები ორ კატეგორიაში დასახელდნენ:

• MINI კლასი - ნიკო ქათამაძე (Niko Katamadze), რომელსაც გამარჯვებისთვის საჩუქრად CRG MINI Kart გადაეცა • Rotax კლასი - ლადო კუხიანიძე (Lado Kukhianidze), რომელმაც სეზონის გამარჯვებულის ტიტულთან ერთად, CRG KT2 მიიღო

ორივე გამარჯვებულის შედეგი იმ შრომისა და გამოცდილების დამსახურებაა, რომელსაც ახალგაზრდა მრბოლელები სეზონის განმავლობაში აგროვებენ. კარტინგი ავტოსპორტში პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სწორედ აქ სწავლობენ ისინი ტრასაზე სწორად მოძრაობას, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, ტექნიკის მართვასა და სარბოლო დისციპლინას. რეგულარულ ჩემპიონატებში მონაწილეობა კი ახალგაზრდა პილოტებს რეალურ კონკურენტულ გარემოს აჩვევს.

ხუთი ეტაპის პერიოდში დაგროვებული ქულები მათგან მოითხოვს როგორც ცალკეულ რბოლაში წარმატებას, ასევე სტაბილურ შედეგებსა და მუდმივ პროგრესს. ეს გამოცდილება მომავალში უფრო მაღალი დონის, მათ შორის საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია.

ჩემპიონატი GKS Georgian Karting School-ის ორგანიზებითა და კომპანია Lion Trans-ის მხარდაჭერით გაიმართა.

Lion Trans-ის ჩართულობა ჩემპიონატში ქართული ავტოსპორტის მხარდაჭერისა და ახალგაზრდა მრბოლელების ხელშეწყობის ნაწილია. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია იმ გარემოს შესაქმნელად, სადაც ახალ თაობას შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, გამოცდილების მიღება და სპორტული კარიერის ფორმირება.

Georgian Kart Masters 2026-ის სეზონი დასრულდა, თუმცა ახალგაზრდა მრბოლელებისთვის ეს გზა გრძელდება. მიღებული გამოცდილება და ჩემპიონატში დაგროვებული შედეგები მათი მომავალი სპორტული მიზნებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. Lion Trans მათ წარმატებას, გამარჯვებებსა და კიდევ ბევრ მნიშვნელოვან მიღწევას უსურვებს.

Lion Trans არის საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, რომელიც დაკავებულია ტვირთის ტრანსპორტირებით აშშ-დან მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. ჯგუფის საქმიანობა აერთიანებს ლოგისტიკას, საერთაშორისო და საავტომობილო გადაზიდვებს, საავტომობილო ინდუსტრიასთან თანამშრომლობასა და ადგილობრივ ბაზრებზე მომხმარებლისთვის საჭირო სერვისებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ჰელსიკორი" "ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის" შეძენას გეგმავს

"ჰელსიკორი" "ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის" შეძენას გეგმავს

BM.GE

PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია

PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია

BM.GE

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

BM.GE

ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების საქმეს სწავლობს

ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების საქმეს სწავლობს

BM.GE