მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია
ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია

ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 03:45|bm.ge

„ინტერ მაიამის“ ვარსკვლავი, ლეო მესი ესპანური კლუბის "ელდენსეს" 100%-ის შეძენას გეგმავს და ამჟამად კომპანიის ფინანსური და იურიდიული შემოწმების პროცესი მიმდინარეობს. გარიგება ჯერ საბოლოოდ გაფორმებული არ არის და ესპანეთის სპორტის უმაღლესი საბჭოს ავტორიზაციას საჭიროებს, თუმცა შეთანხმება უკვე მიღწეულია.

გარიგების განხორციელების შემთხვევაში, მესი ძველ მეტოქე კრიშტიანუ რონალდუს ბიზნესშიც დაუპირისპირდება. მადრიდის „რეალის“ ლეგენდამ თებერვალში საუდის არაბეთის მფლობელობაში მყოფ „ალმერიას“ 25%-იანი წილი შეიძინა. „ალმერია“ სწორედ იმავე დივიზიონში თამაშობს.

ეს მესის მიერ ესპანურ ფეხბურთში განხორციელებული მეორე საინვესტიციო ნაბიჯი იქნება. აპრილში არგენტინელმა მეხუთე დივიზიონის კლუბი, UE „კორნელია“ შეიძინა. გუნდი ბარსელონიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 20 წუთის სავალზე მდებარეობს.

„ელდენსეს“, კლუბი ვალენსიის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ელდაშია დაფუძნებული. გუნდი ესპანეთის მეორე დივიზიონში თამაშობს, მას შემდეგ, რაც გასულ სეზონში „პრიმერა ფედერაციიდან“ დაწინაურდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წლის NBA-ის ყველაზე შემოსავლიანი კალათბურთელები

2026 წლის NBA-ის ყველაზე შემოსავლიანი კალათბურთელები

BM.GE

„არჩევნები წავაგეთ“ - ალექსანდრ ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა

„არჩევნები წავაგეთ“ - ალექსანდრ ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა

BM.GE

პრესტიჟული დიპლომის ფასი - რა ჯდება სწავლა მსოფლიოს TOP 5 უნივერსიტეტში?

პრესტიჟული დიპლომის ფასი - რა ჯდება სწავლა მსოფლიოს TOP 5 უნივერსიტეტში?

BM.GE

„ევროპას არ უნდა მოვეშვათ“ - ია თაბაგარი ტურიზმის სტრატეგიის ხარვეზებსა და გაუმჭვირვალე ხარჯებზე

„ევროპას არ უნდა მოვეშვათ“ - ია თაბაგარი ტურიზმის სტრატეგიის ხარვეზებსა და გაუმჭვირვალე ხარჯებზე

BM.GE