მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს - "კიოლნი" ფეხბურთელში €5.5 მილიონს იხდის
ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს - "კიოლნი" ფეხბურთელში €5.5 მილიონს იხდის

ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს - "კიოლნი" ფეხბურთელში €5.5 მილიონს იხდის

BM.GE2 ივლისი, 2026, 15:01|bm.ge

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ „კიოლნში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ქართული სპორტული გამოცემა Geo Team ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი ახალ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ლოჩოშვილი წარმომადგენლებთან ერთად უკვე გერმანიაში იმყოფება, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის. პროცედურების წარმატებით დასრულების შემდეგ ის „კიოლნთან“ ოფიციალურად გააფორმებს ხელშეკრულებას.

Geo Team-ის ინფორმაციით, ტრანსფერის სანაცვლოდ „კიოლნი“ „ნიურნბერგს“ 5.5 მილიონ ევროს გადაუხდის.

ტრანსფერის ოფიციალური დადასტურება, სავარაუდოდ, სამედიცინო შემოწმებისა და კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ გავრცელდება.

განახლება: ლუკა ლოჩოშვილმა კიოლნში სამედიცინო შემოწმება გაიარა და ბუნდესლიგის კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

მთავრობამ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

მთავრობამ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

BM.GE

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

BM.GE