მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. m² საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა
m² საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა

m² საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 19:48|bm.ge

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას (BAG) უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის სექტორში მრავალწლიანი გამოცდილებისა და მნიშვნელოვანი პორტფელის მქონე კომპანია m² შეუერთდა.

m², რომელიც Blockstone Capital-ის საინვესტიციო პორტფელის ნაწილია, წლების განმავლობაში აქტიურად ოპერირებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის თანამედროვე ურბანული გარემოს განვითარებაში. კომპანიის საქმიანობა ეფუძნება მომხმარებელზე ზრუნვას, უსაფრთხოებასა და ენერგოეფექტური, მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

აღსანიშნავია, რომ m² მუდმივად ავითარებს საკუთარ პროდუქტებსა და სერვისებს, ორიენტირებულია თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, რომელიც აერთიანებს ხარისხიან არქიტექტურას, უსაფრთხოებასა და თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებს. ამ მიდგომით, m² ცდილობს ადამიანებს შესთავაზოს არა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე, არამედ გარემო, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულსა და სრულფასოვანს ხდის.

m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, უახლოეს პერიოდში საზოგადოებას სამომავლო გეგმებსა და ახალ პროექტებს გააცნობს. ახალი ეტაპი მოიცავს კომპანიის ზრდას, ახალი პროექტების განვითარებას და საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მისი საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებას.

„m² არის კომპანია, რომელმაც 20 წლის განმავლობაში შეძლო უძრავი ქონების ბაზარზე ახალი სტანდარტების დანერგვა, ინოვაციური ურბანული კონცეფციების შექმნა და მომხმარებლის მაღალი ნდობის მოპოვება. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის რიგებს შემოუერთდა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია მდგრად განვითარებაზე, ენერგოეფექტურობასა და ხარისხზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება როგორც დეველოპერული სექტორისთვის, ისე მთლიანად ქვეყნის ბიზნესგარემოს გაძლიერებისთვის,“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

BM.GE

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

BM.GE

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

BM.GE

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

BM.GE