მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაღალი ძაბვის ხაზების მშენებლობაში წელსაც ჩამორჩენაა - ბიუჯეტის კორექტირებით გეგმა 39%-ით მცირდება
მაღალი ძაბვის ხაზების მშენებლობაში წელსაც ჩამორჩენაა - ბიუჯეტის კორექტირებით გეგმა 39%-ით მცირდება

მაღალი ძაბვის ხაზების მშენებლობაში წელსაც ჩამორჩენაა - ბიუჯეტის კორექტირებით გეგმა 39%-ით მცირდება

BM.GE10 ნოემბერი, 2026, 18:55|bm.ge

საქართველოში მაღალი ძაბვის ხაზების პროექტების ბიუჯეტი, დაბალი ათვისების გამო, შემცირებისკენ გადაიხედა. ამის შესახებ 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირების დოკუმენტიდან ხდება ცნობილი.

სახელმწიფო ელექტროსისტემა სისტემური მნიშვნელობის რამდენიმე ახალ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს უცხოური დონორების - KFW-ის, მსოფლიო ბანკის და EBRD-ის დაფინანსებით აშენებს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ აღნიშნული პროექტების ბიუჯეტების შემცირების პრაქტიკა უკვე არაერთი წელია მოქმედია და პროექტები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ უნდა დასრულებულიყო ამ დრომდე მიმდინარეა.

პროექტის დასახელება 2026 წლის პირვანდელი გეგმა 2026 წლის განახლებული გეგმა ცვლილება პირველად გეგმასთან 500 კვ ეგხ „წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი“ (EU-NIF, KfW, EBRD) 40 მილიონი ლარი 18.4 მილიონი ლარი -54% 500 კვ ეგხ „ჯვარი-წყალტუბო“ (WB) 25 მილიონი ლარი 9.6 მილიონი ლარი -62% „ჩრდილოეთის რგოლი“ (ნამახვანი-წყალტუბო-ლაჯანური) (KfW, EBRD, EU-NIF) 40 მილიონი ლარი 27 მილიონი ლარი -33% „ხელედულა-ლაჯანური-ონი“ (EU-NIF, KfW) 40 მილიონი ლარი 33.8 მილიონი ლარი -16% ჯამი 145 მილიონი ლარი 88.8 მილიონი ლარი -39%

ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების თავის თანახმად, ამ ელექტროგადამცემი ხაზების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 830 მილიონ ლარს აღწევს, საიდანაც 2025 წლის ჩათვლით ათვისება 361 მილიონი ლარი იყო, ხოლო მათი სრულად დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება.

2025 წლის ბიუჯეტით ამ პროექტების დასრულება 2028 წლისთვის იგეგმებოდა, 2024 წლის ბიუჯეტში დასრულების თარიღად 2026-2027 წლები იყო მითითებული; 2023 წლის ბიუჯეტში კი 2025-2026 წლები; 2022 წლის ბიუჯეტში კი 2024-2025 წლები.

ამ პროექტების განხორციელების დაბალი ტემპები დაკავშირებულია როგორც სატენდერო პროცედურების გაჭიანურებასთან, კონტრაქტორთა მიერ პროექტის შესრულების დაბალ ტემპებთან, ასევე სახელმწიფოს მიერ გარემოსდაცვითი ნებართვის (გზშ) მოპოვების ვადების გაჭიანურებასთან და ხაზების მშენებლობისთვის ცალკეულ შემთხვევებში მიწების გამოსყიდვის და ექსპროპრეაციის პროცედურების გაჭიანურებასთან.

სემეკის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო ელექტროსისტემა 2025 წელს 231 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავდა, რაც მათ შორის მაღალი ძაბვის ხაზებს და ქვესადგურების მშენებლობა/მოდერნიზაციას მოიცავდა, თუმცა ფაქტობრივმა ათვისებამ მხოლოდ დაგეგმილი თანხის 9% შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კალიფორნიელებმა მილიარდერების ქონებაზე 5%-იანი გადასახადის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს

კალიფორნიელებმა მილიარდერების ქონებაზე 5%-იანი გადასახადის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს

BM.GE

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც საქართველოა - მარიამ ქვრივიშვილი

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც საქართველოა - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

Google-მა ჩიპების წარმოებაში NVIDIA-ს ჩანაცვლება გადაწყვიტა

Google-მა ჩიპების წარმოებაში NVIDIA-ს ჩანაცვლება გადაწყვიტა

BM.GE

11 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

11 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE