მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მაღალი ხარისხი სისუფთავიდან და უსაფრთხოებიდან იწყება" - ია თაბაგარი საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე
"მაღალი ხარისხი სისუფთავიდან და უსაფრთხოებიდან იწყება" - ია თაბაგარი საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე

"მაღალი ხარისხი სისუფთავიდან და უსაფრთხოებიდან იწყება" - ია თაბაგარი საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 01:22|bm.ge

ტურიზმის ანალიტიკოსის, ია თაბაგარის შეფასებით, საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხი სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

მისი განმარტებით, გზები, პარკინგი, სანიტარიული პირობები, უსაფრთხოება და კომუნალური მომსახურების უწყვეტობა ის საკითხებია, რომელთა მოგვარების გარეშეც ქვეყანა მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა გაუჭირდება.

როგორც თაბაგარმა BMGTV-ის ეთერში "ქალების ნარატივი" განაცხადა, პრობლემები როგორც საზღვაო, ისე სამთო კურორტებზე იჩენს თავს. მისივე შეფასებით, ტურისტული მიმართულების მიმზიდველობას მხოლოდ სასტუმროების მშენებლობა ვერ უზრუნველყოფს - აუცილებელია გამართული ინფრასტრუქტურა და უსაფრთხო გარემო.

„მაღალი ხარისხი იწყება ჰიგიენიდან და შემდეგ უსაფრთხოებიდან. რაც შეეხება საზღვაო კურორტებს, ელემენტარულად, ჰიგიენა არ არის დაცული, სიბინძურეა ქუჩებში და კურორტებზე. კანალიზაცია, რომელიც დიდი რაოდენობით ჩადის შავ ზღვაში, ასევე პრობლემაა. ყოველწლიურად ჩნდება კითხვები, იფილტრება თუ არა წყალი, რა მდგომარეობაა და რა სიღრმეზე შედის მილები. თუ მთის კურორტს არ ჰყავს სამაშველო ვერტმფრენი და მთის რეგიონებში დღემდე არ არის სათანადო რეანიმობილები, მაშინ ხარისხზე საუბარი რთულია. ხარისხი ზუსტად აქედან იწყება, უსაფრთხოებიდან და სისუფთავიდან“, - განაცხადა ია თაბაგარმა.

ანალიტიკოსის შეფასებით, პრობლემურია ტურისტულ ადგილებამდე მისასვლელი გზებიც. მისი თქმით, გადაადგილება და დანიშნულების ადგილამდე მისვლა ვიზიტორებისთვის მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს, ხოლო ზამთარში გზების გაწმენდა და გადაადგილების შეფერხებების შემცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თაბაგარი ასევე ყურადღებას ამახვილებს ტურისტულ რეგიონებში კომუნალური მომსახურების უწყვეტობაზე. მისი თქმით, ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების შეფერხება პირდაპირ აისახება როგორც ტურისტებზე, ისე სასტუმროებისა და სხვა მომსახურების ობიექტების საქმიანობაზე.

„სახელმწიფოს ვალდებულებაა, ტურისტულ ობიექტებამდე მიიყვანოს გზა, დენი და წყალი და ეს ყველაფერი უწყვეტი და მდგრადი იყოს. მე პირადად პატარა ობიექტს ვფლობ კახეთში და კვირა არ გავა, რომ დენი არ ჩაქრეს ან გაზი არ გაითიშოს. ორი დღის წინ, როცა კახეთში ტურისტული სეზონი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, სიღნაღის მუნიციპალიტეტში გაზი 24 საათის განმავლობაში გათიშული იყო. ამ დროს არავის აინტერესებს, სასტუმროში ტურისტი შეძლებს თუ არა დაბანას, ექნება თუ არა ცხელი წყალი. ამას არც ბოდიში მოჰყოლია და არც განმარტება, რატომ მოხდა. ხალხი ასეთ მდგომარეობას მიეჩვია. პირველ რიგში, გვჭირდება მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ისეთი პირობები, რომ ბიზნესიც და ტურისტიც ამგვარი უსიამოვნო სიურპრიზებისგან დაცული იყოს“, - აღნიშნა მან.

თაბაგარის შეფასებით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელვადიან დაგეგმვასა და თანმიმდევრულ მუშაობას მოითხოვს. მისი თქმით, თუ საქართველოს რამდენიმე წელიწადში მაღალი ხარისხის ტურისტული პროდუქტის შეთავაზება სურს, შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებული უნდა იყოს.

ანალიტიკოსი ასევე მიიჩნევს, რომ ყურადღება უნდა დაეთმოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და სათანადო მოვლას. მისი განმარტებით, ტურისტებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული ობიექტი, არამედ ის გარემოც, რომელშიც მასპინძლობის სერვისს იღებენ და ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას ეცნობიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის ახალი აპლიკაცია Claude Duet-ი წარადგინა

Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის ახალი აპლიკაცია Claude Duet-ი წარადგინა

BM.GE

ტრამპის მიერ რუსულ დიზელზე სანქციების მოხსნამ სამშვიდობო პროცესი შეაფერხა - ჩეხეთის პრეზიდენტი

ტრამპის მიერ რუსულ დიზელზე სანქციების მოხსნამ სამშვიდობო პროცესი შეაფერხა - ჩეხეთის პრეზიდენტი

BM.GE

სომხეთში მოსყიდვის ბრალდებით ოპოზიციური პარტიის კანდიდატები, მათ შორის, არსენ გევორგიანიც დააკავეს

სომხეთში მოსყიდვის ბრალდებით ოპოზიციური პარტიის კანდიდატები, მათ შორის, არსენ გევორგიანიც დააკავეს

BM.GE

2020 წლიდან აზერბაიჯანთან გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაიზარდა, საქართველოსთან 2-ჯერ - ანდრეი ნიკიტინი

2020 წლიდან აზერბაიჯანთან გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაიზარდა, საქართველოსთან 2-ჯერ - ანდრეი ნიკიტინი

BM.GE