მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაღაზიების ძარცვასთან დაკავშირებით თბილისში 4 არასრულწლოვანი დააკავეს
მაღაზიების ძარცვასთან დაკავშირებით თბილისში 4 არასრულწლოვანი დააკავეს

მაღაზიების ძარცვასთან დაკავშირებით თბილისში 4 არასრულწლოვანი დააკავეს

BM.GE7 ნოემბერი, 2026, 18:47|bm.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვანი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და ფულადი თანხა გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილებიდან მიიმალნენ.

"მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სავაჭრო ობიექტებში განთავსებული კამერების და ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულთაგან ორმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა, ხოლო კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა, ქურდობის გარდა, მოქალაქეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა.

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტებსა და ფიზიკურ პირებს ჯამში 15 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოთხივე არასრულწლოვანი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 19-178-ე, 177-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- აღნიშნავენ უწყებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 168 სტატია.

  • თბილისი გაფართოების ანგარიშს ტენდენციურად აფასებს და პასუხს აანონსებსნეტგაზეთი
  • აღმოჩენილია ძაღლების ახალი სამარხები თბილისში - ცხოველთა უფლებადამცველებმა მას დიღომში მიაგნესტვ პირველი
  • თბილისში, სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულიარუსთავი 2
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
თბილისში →

მსგავსი სტატიები

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

BM.GE

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

BM.GE

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

BM.GE

ლანჩხუთში 2 საბავშვო ბაღზე ტენდერი გამოცხადდა - მშენებლობა იწყება მცხეთაში, ნინოწმინდასა და ბორჯომშიც

ლანჩხუთში 2 საბავშვო ბაღზე ტენდერი გამოცხადდა - მშენებლობა იწყება მცხეთაში, ნინოწმინდასა და ბორჯომშიც

BM.GE