მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს
ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

BM.GE7 ნოემბერი, 2026, 20:02|bm.ge

"პარი სენ-ჟერმენის" ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა. გადაწყვეტილება პარიზული კლუბისა და მისი ფეხბურთელების მიერ დამყარებულ 12 ოფიციალურ რეკორდს უკავშირდება, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიას ინდივიდუალური მიღწევაა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი რეკორდი დააფიქსირა: 2026 წლის 25 თებერვლიდან 6 მაისამდე პერიოდში, ქართველმა ფეხბურთელმა ზედიზედ 7 პლეი-ოფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა მინიმუმ ერთ საგოლე ეპიზოდში (გოლი ან საგოლე გადაცემა). ეს მაჩვენებელი ტურნირის რეკორდად შეფასდა.

2025-2026 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-მ რამდენიმე სხვა ისტორიული შედეგიც აჩვენა:

• ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში: პარიზელებმა ტურნირის 2025-2026 წლების გათამაშებაში 45 გოლი გაიტანეს, რაც შეჯიბრების რეკორდია. • გადაცემების რაოდენობა: გუნდის ნახევარმცველმა ვიტინიამ ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში 1 602 ზუსტი გადაცემა შეასრულა. • ფინალის რეკორდი: 2025 წლის 31 მაისს, მიუნხენში გამართულ ფინალში, პსჟ-მ მილანის "ინტერი" ანგარიშით 5:0 დაამარცხა, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვებაა. ამავე შეხვედრაში დეზირე დუემ ფინალისთვის სარეკორდო შედეგი დააფიქსირა - 3 საგოლე მოქმედება (2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა).

პარალელურად, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა პსჟ-ის მიღწევები საფრანგეთის შიდა ჩემპიონატში: პსჟ ყველაზე ტიტულოვანი კლუბია მოპოვებული 14 ტიტულით და ერთ სეზონში დაგროვილი სარეკორდო 96 ქულით. გუნდს ეკუთვნის ზედიზედ მოგებული 14 მატჩის, ასევე 36-მატჩიანი საერთო და 39-მატჩიანი გასვლითი დაუმარცხებელი სერიები, ინდივიდუალურ დონეზე კი ლიგა 1-ის რეკორდსმენები მარკინიოსი (11 საჩემპიონო ტიტული) და ფაბიან რუისი (51 წაუგებელი შეხვედრა) გახდნენ.

აღნიშნული 12 გუნდური და ინდივიდუალური მიღწევის საფუძველზე, "პარი სენ-ჟერმენი" და მისი ფეხბურთელები ოფიციალურად დარეგისტრირდნენ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

BM.GE

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

BM.GE

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

BM.GE

მაღაზიების ძარცვასთან დაკავშირებით თბილისში 4 არასრულწლოვანი დააკავეს

მაღაზიების ძარცვასთან დაკავშირებით თბილისში 4 არასრულწლოვანი დააკავეს

BM.GE