
მაგისტრალურ გაზსადენზე სამუშაოები იგეგმება - რომელ მუნიციპალიტეტებს არ მიეწოდება გაზი 10 ივლისს?
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იმერეთში ზოგიერთ რაინში გაზის მიწოდება შეუწყდება.
კერძოდ, უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საგურამო - ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის ქუთაისი 2-ის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარეაბილიტაციო, შემოვლითი ხაზის და გამქრევი სანთლის ონკანების შეცვლას განახორციელებს.
ამის გამო 10 ივლისს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდებათ შემდეგი გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს: ქუთაისი 2, ბაღდათი, აჯამეთი.
აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ბაღდათის მუნიციპალიტეტი: ბაღდათი, ვარციხე, დიმი, როკითი, დიდველა, პირველი ობჩა, ფერსათი, წითელხევი, ნერგეთი, წყალთაშოა, დაფენილი, წაბლარასხევი, საიმედო, მეორე ობჩა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტი: ქუთაისი, გელათი, გოდოგანი, ზარათი, მეჩხერი, კურსები,მოწამეთა, ნოღა, რიონი, სარბევი, სორმონი, ჯიმასტარო, ბროლიქედი, კვახჭირი, ნაგარევი, ოდილაური, ჭალასთავი, ჭოგნარი.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი: აჯამეთი.
BM.GE
წყარო: bm.ge