მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაია ბითაძემ ორი განთავისუფლებული მოადგილის ადგილას ახალი კადრები დანიშნა - ვინ წავიდა და ვინ დაიკავა თანამდებობები?
მაია ბითაძემ ორი განთავისუფლებული მოადგილის ადგილას ახალი კადრები დანიშნა - ვინ წავიდა და ვინ დაიკავა თანამდებობები?

მაია ბითაძემ ორი განთავისუფლებული მოადგილის ადგილას ახალი კადრები დანიშნა - ვინ წავიდა და ვინ დაიკავა თანამდებობები?

BM.GE20 სექტემბერი, 2026, 18:03|bm.ge

კულტურის ახალ მინისტრს, მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი ბრძანებების თანახმად, მოადგილეების პოსტზე თამარ შარაშიძე და ნათია შამათავა დაინიშნნენ.

იქამდე, საკადრო ცვლილებების ფარგლებში, მაია ბითაძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა ორი მოადგილე გიორგი მირცხულავა და გრიგოლ ცერცვაძე.

პოზიცია შეინარჩუნა მიხეილ კიკნაძემ, რომელიც აღნიშნულ პოსტზე ყოფილი მინისტრის, თინათინ რუხაძის წასვლის შემდეგ დაინიშნა და გარდამავალი პერიოდის განმავლობაში უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელიც იყო. მიხეილ კიკნაძის კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნის ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 15 სექტემბერს გამოქვეყნდა.

არსებული მოცემულობით, კულტურის მინისტრ მაია ბითაძეს პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და ორი მოადგილე თამარ შარაშიძე და ნათია შამათავა ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა, თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი 28 ივლისს დატოვა. მან გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა დასჭირდა, რის გამოც მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას ვერ შეძლებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს გაწევრიანება კვლავ შეჩერებულია, კანდიდატის სტატუსი ისევ მხოლოდ ფურცელზე რჩება - გაფართოების ანგარიში

საქართველოს გაწევრიანება კვლავ შეჩერებულია, კანდიდატის სტატუსი ისევ მხოლოდ ფურცელზე რჩება - გაფართოების ანგარიში

BM.GE

ველტმა უძრავი ქონების გამოფენაში “საუკეთესო კონცეფციის სტენდის” ჯილდო მოიპოვა

ველტმა უძრავი ქონების გამოფენაში “საუკეთესო კონცეფციის სტენდის” ჯილდო მოიპოვა

BM.GE

გიორგი ნიკოლაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

გიორგი ნიკოლაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება

BM.GE