მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაიამიში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - აშშ-ში ღვინის ექსპორტი შემცირებულია
მაიამიში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - აშშ-ში ღვინის ექსპორტი შემცირებულია

მაიამიში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - აშშ-ში ღვინის ექსპორტი შემცირებულია

BM.GE25 მაისი, 2026, 14:56|bm.ge

აშშ-ის ქალაქ მაიამიში ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია პროექტის Wines of Georgia on Tour გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოწვეულ ადგილობრივ პროფესიონალებს ქართული ღვინო ამერიკელმა სომელიემ ალეგრა ანჯელომ წარუდგინა.

„დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების 60-მდე ქართული ღვინო. მონაწილეების მხრიდან ქართულმა ღვინომ დიდი ინტერესი და მაღალი შეფასებები დაიმსახურა“, - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, Wines of Georgia on Tour (საქართველოს ღვინოები ტურნეზე) ფარგლებში, ანალოგიური ღონისძიება ჩიკაგოშიც ჩატარდა. მათივე ცნობით, ქართული ღვინის წარდგენა მსგავს ფორმატში აშშ-ის სხვადასხვა შტატში გაიმართება და მიზნად ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების შექმნას ისახავს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც მაღალია როგორც ხარისხის მოთხოვნები, ისე კონკურენციის დონე. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა არაერთმა მარკეტინგულმა და სადეგუსტაციო ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდას ამერიკის ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალფასიან სეგმენტს წარმოადგენს, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარს შეადგენს“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს აშშ-ში ღვინის გადაზიდვები $5 მილიონ 901 ათასამდე შემცირდა და 955 795 ლიტრი შეადგინა, როცა 2024 წელს ამერიკაში $7 მილიონ 146 ათასის ღირებულების 1 200 684 ლიტრი ღვინო გადაიზიდა.

კლების დინამიკა შენარჩუნდა 2026 წლის 4 თვეშიც, რა დროსაც ქვეყანიდან ამ მიმართულებით ჯამში 1 მილიონ 429 ათასი დოლარის ღირებულების 237 074 ლიტრი ღვინო გავიდა. მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში ამერიკაში 2 მილიონი დოლარის 303 579 ლიტრი ღვინო გაიყიდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

BM.GE

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

BM.GE

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

BM.GE

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

BM.GE