მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაისში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 56 ფაქტი გამოავლინეს – ყველაზე მეტი დარღვევა ქვემო ქართლშია
მაისში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 56 ფაქტი გამოავლინეს – ყველაზე მეტი დარღვევა ქვემო ქართლშია

მაისში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 56 ფაქტი გამოავლინეს – ყველაზე მეტი დარღვევა ქვემო ქართლშია

BM.GE8 ივნისი, 2026, 18:37|bm.ge

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისში ქვეყნის მასშტაბით სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 45 შემთხვევა ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებას უკავშირდება.

სააგენტოს ინფორმაციით, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის დაახლოებით 45 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც შესაბამის „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი დარღვევა ქვემო ქართლში დაფიქსირდა – 18 შემთხვევა. ასევე გამოვლენილია 7 ფაქტი გურიაში, 5 – იმერეთში, 5 – სამცხე-ჯავახეთში, 4 – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, 4 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 1 – მცხეთა-მთიანეთში და 1 – შიდა ქართლში.

სააგენტოს ცნობით, გამოვლენილი ფაქტებიდან 2 შემთხვევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისი მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა. პარალელურად, დაფიქსირდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 11 შემთხვევაც, მათ შორის 8 – შიდა ქართლში, 2 – კახეთში და 1 – სამეგრელო-ზემო სვანეთში.

სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სულ 319 ფაქტია გამოვლენილი, რაც ხე-ტყის უკანონო მოპოვების მიმართულებით მონიტორინგის აქტიურობას ასახავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE