მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაისში მშენებლობა გაძვირდა - მიზეზები
მაისში მშენებლობა გაძვირდა - მიზეზები

მაისში მშენებლობა გაძვირდა - მიზეზები

BM.GE7 ივლისი, 2026, 15:31|bm.ge

2026 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.1%-ით.

აღნიშნული ინდექსი წარმოადგენს საცხოვრებელი, არასაცხოვრებელი და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების ასაშენებლად საჭირო სამშენებლო მასალებისა და მომსახურებების ფასების დონის საშუალო მაჩვენებელს.

საქსტატის მონაცემებით, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.5%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3%-ით; არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7%-ით; სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.5%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.8%-ით.

რაც შეეხება მიზეზებს, თვის ჭრილში 0.5%-ით ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.6%-იანი ზრდით, რამაც 0.35 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსის 4.1%-ით ზრდა კი უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 17.2%-იანი მატებით და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.1%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად 2.06 და 1.12 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 28.1%-ით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE