
მაისში საბანკო დაკრედიტება ₾73.4 მილიარდამდე გაიზარდა
ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ, 2026 წლის მაისის ბოლოსათვის 73.39 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 504.46 მილიონი ლარით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.22% შეადგინა.
სებ-ის თანახმად, დაკრედიტების ზრდის ძირითადი მდგენელი ეროვნული ვალუტით დაკრედიტებას უკავშირდებოდა, უფრო დეტალურად, 385 მილიონი ლარით იმატა ლარის სესხებმა, სავალუტო კრედიტების ზრდა კი 120 მილიონ ლარს შეადგენდა.
"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის მაისის ბოლოს, ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.02 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.23%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 21.20 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.19%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.19 %-ით მეტი).
2026 წლის მაისის განმავლობაში 1.14%-ით, ანუ 435.92 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მაისის ბოლოსათვის 38.68 მილიარდი ლარი შეადგინა.
2026 წლის მაისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.64% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.13 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.12 პროცენტული პუნქტით),"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
