მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უნდა გავუფრთხილდეთ რომანოვების სასახლეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი - ირაკლი კობახიძე
უნდა გავუფრთხილდეთ რომანოვების სასახლეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი - ირაკლი კობახიძე

უნდა გავუფრთხილდეთ რომანოვების სასახლეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი - ირაკლი კობახიძე

BM.GE26 ივნისი, 2026, 18:13|bm.ge

"რაც შეეხება ბორჯომის შემოვლით გზას, ჩვენ ვიწყებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ეს კვლევა გვიჩვენებს, რა მიმართულებით შეიძლება წავიდეთ, დაველოდოთ ამ კვლევის მონაცემებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მან დეპუტატების კითხვებს უპასუხა, მათ შორის რომანოვების სასახლესთან დაკავშირებით.

"რაც შეეხება რომანოვების სასახლეს, თქვენ იცით, რომ განვითარების ფონდიდან ეკონომიკის სამინისტრომ წამოიღო ეს აქტივი და ვფიქრობთ მთლიანად ამ რესურსის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებაზე, ეს არის ლიკანის სასტუმრო და მათ შორის რომანოვების სასახლე. რა თქმა უნდა, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ სახელმწიფომ მიიღოს მაქსიმალური მოგება და გარდა ამისა, უნდა გავუფრთხილდეთ, რომანოვების სასახლეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი ჩვენთვის. დანარჩენი დეტალები დაზუსტდება უკვე სამუშაო პროცესში“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა სტადიონების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურული სამუშაოების ვადებს. სტადიონებს რაც შეეხება, ტექნიკურ სტადიონებს, მათი ნაწილი დაწყებული ან მაქსიმუმ ერთ თვეში დაიწყება უკვე სამუშაოები. მულტიფუნქციურს რაც შეეხება, ტენდერები გამოცხადდება და შემდეგ სათანადო ვადებში წარიმართება სამუშაოები. კარწახის გზას რაც შეეხება, 2027 წელს გვაქვს ამ გზის დასრულება დაგეგმილი“, - განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ეკონომიკური ზრდა მოგვცემს საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ ხელფასები"|კობახიძე

"ეკონომიკური ზრდა მოგვცემს საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ ხელფასები"|კობახიძე

BM.GE

საუდის არაბეთი აზიისთვის ნავთობის ფასს მკვეთრად შეამცირებს

საუდის არაბეთი აზიისთვის ნავთობის ფასს მკვეთრად შეამცირებს

BM.GE

ისწავლე აშშ-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით - Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება მალე დასრულდება

ისწავლე აშშ-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით - Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება მალე დასრულდება

BM.GE

OpenAI საფონდო ბირჟაზე წელს აღარ გამოვა

OpenAI საფონდო ბირჟაზე წელს აღარ გამოვა

BM.GE