
“მაკდონალდს საქართველომ” ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი დაიწყო
„მაკდონალდს საქართველოში“ თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი მოტივაციის გაძლიერება და პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნა, მათთვის კორპორაციული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. წლების განმავლობაში, „მაკდონალდსი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების ჩართულობას ჯანსაღი ცხოვრების წესში. ამის ნათელი მაგალითია “მაკდონალდსის” შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც სათავეს 2005 წლიდან იღებს, რითაც “მაკდონალდს საქართველო” შიდა კორპორაციული კულტურით აქტიურად უწყობს ხელს საკუთარი გუნდის მოტივაციას და გაერთიანებას.
“მაკდონალდს საქართველოს” შიდა ჩემპიონატი უკვე მრავალწლიანი ტრადიციაა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს თანამშრომლებს როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
წლევანდელი ჩემპიონატი ოფიციალურად უკვე გაიხსნა და 5 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ტურნირი წელს საკმაოდ მასშტაბურია, შიდა ჩემპიონატში მონაწილეობას 24 გუნდი იღებს და ჯამში 76 შეხვედრა შედგება. ფინალური ეტაპი კი 31 მაისს გაიმართება.
“მაკდონალდსის" შიდა ფეხბურთის ჩემპიონატი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტული ღონისძიება. ამ ინიციატივის უკან დგას იდეა, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ სივრცე, სადაც ერთმანეთთან არა მხოლოდ სამუშაო პროცესში, არამედ გუნდურ, მეგობრულ და პოზიტიურ გარემოში ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. მსგავსი აქტივობებით “მაკდონალდსი” ხაზს უსვამს იმ ღირებულებას, რომ გუნდის თითოეული წევრი მნიშვნელოვანია და თანამშრომელთა კეთილდღეობა კომპანიისთვის პრიორიტეტია. ჩემპიონატი აერთიანებს სხვადასხვა დეპარტამენტის, პოზიციისა და ლოკაციის თანამშრომლებს, რაც ხელს უწყობს კომუნიკაციის გაძლიერებას, ერთმანეთის უკეთ გაცნობას და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
როგორც “მაკდონალდს საქართველოს” HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ ლაზარაშვილი ამბობს, “მაკდონალდსის” თანამშრომლების კეთილდღეობისთვის, სპორტული აქტივობა ერთგვარი პლატფორმაა პოზიტიური ემოციებისთვის და სამუშაო რუტინისგან დროებით გამოთიშვისთვის.
“კორპორაციული კულტურის ჭრილში შიდა ჩემპიონატს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის აძლიერებს გუნდურ სულისკვეთებას, თანამშრომლებს ერთმანეთის მხარდაჭერის, საერთო მიზნებისთვის ბრძოლისა და გამარჯვების ერთად ზეიმის გამოცდილებას აძლევს. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ყოველდღიურ სამუშაო ატმოსფეროზე, თანამშრომელთა ჩართულობასა და ლოიალობაზე. საბოლოოდ, შიდა ფეხბურთის ჩემპიონატი არის მაგალითი იმისა, როგორ ქმნის “მაკდონალდსი” გარემოს, სადაც სამუშაო და ადამიანური ურთიერთობები ბალანსშია – ადგილი, სადაც გუნდი არა მხოლოდ მუშაობს ერთად, არამედ ერთიანდება, ვითარდება და სიამოვნებით ქმნის საერთო წარმატებას. აღნიშნა - მარიამ ლაზარაშვილმა, “მაკდონალდს საქართველოს” HR დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.